ქართველი მწერლის ანასტასია ხატიაშვილის რომანი რუსეთში გამოიცა

© courtesy of Anastasia Khatiashviliანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“
ანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“  - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
ისტორია მეგობრობასა და სიყვარულზე ქართული აქცენტით სხვადასხვა ქვეყანაში რუსულენოვანი მკითხველის გულების დასაპყრობად მიემგზავრება.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ქართველი მწერლისა და ჟურნალისტის ანასტასია ხატიაშვილის ფსიქოლოგიური ტრილერი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ რუსეთში გამომცემლობა АСТ–მ გამოსცა.
„ეს ჩემი რომანის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ ხელახალი გამოცემაა. პირველად ის თბილისში ორი წლის წინ გამოიცა. ახლა მას ახალი სიცოცხლე აქვს! ახალ კოლორიტულ ყდაში ჩემი საყვარელი წიგნი სხვადასხვა ქვეყნის ახალი მკითხველის გულების დასაპყრობად მიემგზავრება“, – განუცხადა Sputnik–საქართველოს ხატიაშვილმა.
© Courtesy of Anastasia Khatiashviliანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“
Книга Лучшее, чего у меня нет Анастасии Хатиашвили - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
ანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“
ამიერიდან წიგნი ხელმისაწვდომია რუსეთისა და დსთ–ის ყველა ქალაქში, ასევე ელექტრონული სახით Ozon–ზე, Wildberries–სა და Яндекс.Маркет–ზე.
რომანის შესახებ
წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი. ის 2021 წლის 16 თებერვალს გამოიცა პლატფორმაზე Ridero. იმავე თვეში რომანი საგამომცემლო სერვისის Ridero-ს თებერვლის საუკეთესო წიგნების რეიტინგში მოხვდა. მაისში კი წიგნი თბილისში დაიბეჭდა.
ეს არის ორი ქართველი ახალგაზრდის ზაზა სარიასა და თორნიკე ნაკაშიძის მეგობრობის ისტორია, რომელთა ცხოვრება და სიკვდილი იხლართება სიყვარულისა და ურთიერთგაგებისთვის გიჟურ რბოლაში, როდესაც რეალობის ყველა კანონი ირღვევა.
© Courtesy of Anastasia Khatiashviliანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“
Книга Лучшее, чего у меня нет Анастасии Хатиашвили - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
ანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“
2021 წლის ნოემბერში რომანის პრეზენტაცია მოსკოვში გაიმართა. წლის ბოლოს წიგნი რუსული ლიტერატურული პრემიის ლონგ–ლისტში შევიდა.
2023 წლის მაისში რომანი სანქტ–პეტერბურგში წარადგინეს, საერთაშორისო მედია–ფორუმზე „კულტურათა დიალოგი“. აწორედ აქ დაინტერესდნენ რომანით გამომცემლობა АСТ–ის წარმომადგენლები.
„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – მოსკოვში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაცია გაიმართა>>
ანასტასია ხატიაშვილი – ჟურნალისტი, მთარგმნელი, პოეტი, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური წიგნის ავტორი ბელა ახმადულინას შესახებ „სიზმრებზე მეტი“ (Больше, чем сны). 2014 წელს მოთხრობების კრებულით „ხვალ ომია“ (Завтра война) შევიდა პრემია „დებიუტის“ ე.წ. ლონგ-ლისტში ნომინაციაში „მცირე პროზა“. 2020 წელს გახდა ფონდ „რუსკი მირის“ ჟურნალისტური სტატიების საერთაშორისო კონკურსის СО-Творение პრიზიორი.
ყველა ახალი ამბავი
0