„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – მოსკოვში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაცია გაიმართა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ხატიაშვილის რომანი
„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ხატიაშვილის რომანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ფსიქოლოგიური ტრილერის ავტორმა რომანის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა და მადლიერება გამოხატა იმისთვის, რომ წიგნი საერთაშორისო მოგზაურობას რუსეთიდან დაიწყებს.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. მოსკოვში Sputnik-ის რუბრიკის ავტორისა და მწერლის ანასტასია ხატიაშვილის წიგნის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ პრეზენტაცია გაიმართა. ქართველი ავტორის ფსიქოლოგიური ტრილერი რუს მკითხველს ММОМА-ს საგანმანათლებლო ცენტრის ბიბლიოთეკაში წარუდგინეს.
Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სადებიუტო რომანის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ წარდგენას მოსკოვში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რომანის ავტორმა ანასტასია ხატიაშვილმა და რედაქტორმა ნაზი ჟორჟოლიანმა, მოსკოვიდან კი - რუსეთში ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ყოჩიაშვილმა და პრეზენტაციის ორგანიზატორმა ვერა ყიფიანმა.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ - პრესკონფერენცია, რომელიც მოსკოვში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაციას მიეძღვნა
Пресс-конференция, посвященная презентации в Москве дебютного романа Лучшее, чего у меня нет писательницы и колумниста Sputnik Грузия Анастасии Хатиашвили - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ - პრესკონფერენცია, რომელიც მოსკოვში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაციას მიეძღვნა
თავდაპირველად წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ მოთხრობის სახით 2016 წელს დაიწერა. ნაწარმოებმა წარმატება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც ავტორს უბიძგა, მოთხრობა რომანად გარდაექმნა.
„თავდაპირველად გაჩნდა მოთხრობა ორ ადამიანზე, მეგობრობაზე, სიცოცხლეზე, სიკვდილსა და იმ ყველაფერზე, რაც მაღელვებს, – ჰყვება ხატიაშვილი. – გადავწყვიტე მისი გაგზავნა ერთ საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსზე არა იმისთვის, რომ გამემარჯვებინა, არამედ იმისთვის, რომ გამეგო, რას ფიქრობენ ჩემს ნაწარმოებზე ჟიურის კომპეტენტური წევრები. როდესაც ნაწარმოები ფინალში მოხვდა, ჩემთვის ეს იყო ნიშანი: მივხვდი, რომ მოთხრობამ ვიღაცაზე იმოქმედა, პირველ რიგში, ჩემზე. ამიტომ მომინდა მისგან რაიმე უფრო დიდი შემექმნა“.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili ანასტასია ხატიაშვილი
Анастасия Хатиашвили - Писательница и колумнист Sputnik Грузия  - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
ანასტასია ხატიაშვილი
წიგნის რედაქტორის ნაზი ჟორჟოლიანის თქმით, რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ შეიძლება რუსი მკითხველისთვის გახდეს კიდევ ერთი მიზეზი – შეუყვარდეს საქართველო ან გაუჩნდეს ნოსტალგია.
„ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც საქართველო ენატრებათ, დიდი ხანია აქ არ ყოფილან, ოცნებობენ ჩამოსვლაზე ან ქართველების გაცნობაზე, მათთვის ეს იქნება საინტერესო თავგადასავალი და წარმტაცი მოგზაურობა ქვეყანაში, – ამბობს ჟორჟოლიანი, – რადგან ანასტასია სიყვარულით აღწერს ქართულ ხასიათს, თანამედროვე ქართულ სამყაროს. იქ არის არა მხოლოდ სადღეგრძელოები თუ სტუმართმოყვარეობა, არამედ აღწერილია თანამედროვე ცხოვრება, ახალგაზრდები, რომლებიც რაღაცისკენ ისწრაფვიან, ოცნებობენ და ა.შ. საინტერესო იქნება ამ სამყაროში ჩაფლობა, ადამიანების, თბილისის, სვანეთის, გურიის ატმოსფეროს გაცნობა. ამიტომ რუს მკითხველს, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს აქვთ შანსი, შეეხონ თანამედროვე ქართულ ცხოვრებას“.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ - პრესკონფერენცია, რომელიც მოსკოვში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაციას მიეძღვნა
Пресс-конференция, посвященная презентации в Москве дебютного романа Лучшее, чего у меня нет писательницы и колумниста Sputnik Грузия Анастасии Хатиашвили - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ - პრესკონფერენცია, რომელიც მოსკოვში ანასტასია ხატიაშვილის რომანის პრეზენტაციას მიეძღვნა
ნაზი ჟორჟოლიანმა საქართველოზე მსგავსი წიგნის რუსულ ენაზე გამოჩენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „სინამდვილეში ამჟამად რუსულ ენაზე ასეთი ლიტერატურის სიმწირეა. მალე ვგეგმავთ რომანის თარგმნას ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. მოხარული ვართ, რომ მსოფლიო მასშტაბით ამ რომანთან გაცნობა სწორედ რუსეთში იწყება“, – აღნიშნა ნაწარმოების რედაქტორმა.

მონაწილეებმა მოსკოვიდან წიგნის ავტორს დაუსვეს მკითხველისთვის საინტერესო კითხვები – სიმბოლიკაზე და ნაწარმოებში წამოჭრილ ბედისწერის თემაზე, ქალაქის იერსა და მითოლოგიაზე. ასევე მადლობა გადაუხადეს მწერალს შესაძლებლობისთვის, პირადად გაეცნოთ იგი.

„მადლობა თქვენ წიგნისთვის, – აღნიშნა პრეზენტაციის ორგანიზატორმა ვერა ყიფიანმა. – როგორც ჩანს, ავტორის გაცნობის ყველაზე კარგი გზა მისი ნაწარმოების წაკითხვაა. დაველოდებით თქვენს მომდევნო ნაწარმოებებს, რადგან ეს რომანი ჩვენს სულს შეეხო“.
რომანის შესახებ
წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი. ის 16 თებერვალს გამოიცა პლატფორმაზე Ridero. იმავე თვეში რომანი საგამომცემლო სერვისის Ridero-ს თებერვლის საუკეთესო წიგნების რეიტინგში მოხვდა. მაისში კი წიგნი თბილისში დაიბეჭდა.
© Sputnik / Alex Shlamovანასტასია ხატიაშვილის რომანი
Пресс-конференция: Презентация дебютного романа Лучшее, чего у меня нет  - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
ანასტასია ხატიაშვილის რომანი
„ესაა ორი ქართველი ახალგაზრდის ისტორია, რომელთა ცხოვრება და სიკვდილი იხლართება სიყვარულისა და ურთიერთგაგებისთვის გიჟურ რბოლაში, როდესაც რეალობის ყველა კანონი ირღვევა. მისტიკა გადაჯაჭვულია ქართულ მითოლოგიასთან, მეგობრობა – სიყვარულთან, ინგრევა სტერეოტიპები ერთგულებისა და ღალატის, სიკეთისა და ეგოიზმის შესახებ, როდესაც სასწორზე იდება საყვარელი ადამიანების უკანასკნელი ამოსუნთქვა უსასრულო არარსებობის დადგომამდე“, – ნათქვამია გამომცემლობის ანონსში.
ანასტასია ხატიაშვილი – ჟურნალისტი, მთარგმნელი, პოეტი, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური წიგნის ავტორი ბელა ახმადულინას შესახებ „სიზმრებზე მეტი“ (Больше, чем сны). 2014 წელს მოთხრობების კრებულით „ხვალ ომია“ (Завтра война) შევიდა პრემია „დებიუტის“ ე.წ. ლონგ-ლისტში ნომინაციაში „მცირე პროზა“. 2020 წელს გახდა ფონდ „რუსკი მირის“ ჟურნალისტური სტატიების საერთაშორისო კონკურსის СО-Творение პრიზიორი.
ყველა ახალი ამბავი
0