https://sputnik-georgia.com/20230729/wesiereba-inteligenturoba-arzrda-lixacovi-gamonatqvamebi-280540315.html
წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება
წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება
Sputnik საქართველო
შეიძლება უამრავი წიგნი წაიკითხო, იცოდე უცხო ენები, მიიღო კარგი განათლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხარ ინტელიგენტი და კარგად აღზრდილი ადამიანი... 29.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-29T20:10+0400
2023-07-29T20:10+0400
2023-07-29T20:10+0400
ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/02/278226381_0:46:3070:1772_1920x0_80_0_0_b4193b4cf9795930290ded773f0a71f8.jpg
შეიძლება უამრავი წიგნი წაიკითხო, იცოდე უცხო ენები, მიიღო კარგი განათლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხარ ინტელიგენტი და კარგად აღზრდილი ადამიანი...„აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ დმიტრი ლიხაჩოვის მოსაზრებებს.დმიტრი ლიხაჩოვი (1906–1999) რუსი ფილოლოგი, კულტუროლოგი, ხელოვნებათმცოდნე. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში იყო კულტურის აქტიური დამცველი, ზნეობრიობისა და სულიერების პროპაგანდისტი. დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა როგორც ფილოლოგმა, კულტურისა და ხელოვნების სპეციალისტმა, მაგრამ ის ასევე წერდა ცხოვრების აზრზე, წესიერებაზე, სიბრძნეზე, სინდისზე, სამართლიანობაზე, ინტელიგენტურობაზე...წესიერების შესახებბელინსკის (რუსი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი) სადღაც წერილებში, მახსოვს, ასეთი აზრი ჰქონდა: არამზადები ყოველთვის იმარჯვებენ წესიერ ადამიანებზე, რადგან ისინი წესიერ ადამიანებს ექცევიან ისე, როგორც არამზადებს.წესიერი ადამიანები კი, ითმენენ რა და იტანჯებიან, არამზადებს ექცევიან ისე, როგორც წესიერ ადამიანებს.სულელს არ უყვარს ჭკვიანი, გაუნათლებელს – განათლებული, გაუზრდელს – ზრდილობიანი და ა.შ.და ეს ყველაფერი იმალება რამე ფრაზის უკან: „უბრალო ადამიანი ვარ...“, „არ მიყვარს ფილოსოფოსობა“, „ამის გარეშეც ვიცხოვრე“...სულში კი სიძულივილია, შური, საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა.ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან...>>ინტელიგენტურობის შესახებბევრი ფიქრობს: ინტელიგენტი – ეს ისაა, რომელსაც ბევრი წაუკითხავს, კარგი განათლება მიიღო (უპირატესად – ჰუმანიტარული), ბევრი იმოგზაურა, რამდენიმე ენა იცის.ამ დროს შეიძლება ეს ყველაფერი გქონდეს და იყო ინტელიგენტი, მაგრამ აქედან არც ერთი არ გქონდეს, მაგრამ შინაგანად მაინც ინტელიგენტი იყო.ინტელიგენტობა მხოლოდ ცოდნა და სხვისი გაგების უნარში არაა. ის ათასობით წვრილმანში ვლინდება: იკამათო პატივისცემით, მოკრძალებულად მოიქცე სუფრასთან, სხვას შეუმჩნევლად (სწორედაც რომ შეუმჩნევლად) დაეხმარო, გაუფრთხილდე ბუნებას, არ დაანაგვიანო გარემო – არ დაანაგვიანო სიგარეტის ნამწვით ან ლანძღვით, ცუდი იდეებით (ესეც ნაგავია, და თან – როგორი!).ვიცნობდი გლეხებს, რომლებიც ნამდვილი ინტელიგენტები იყვნენ. საოცარი სისუფთავე ჰქონდათ სახლში, აფასებდნენ კარგ სიმღერებს, იცოდნენ ამბების მოთხრობა (რაც თვითონ ან სხვებს გადახდათ თავს), მოწესრიგებულად ცხოვრობდნენ, იყვნენ სტუმართმოყვარე და სალმიანი, გაგებით ეკიდებოდნენ სხვის უბედურებასა და სხვის სიხარულს.ინტელიგენტურობა – ესაა გაგების, აღქმის უნარი, შემწყნარებლური დამოკიდებულება სამყაროსა და ადამიანების მიმართ.აღზრდის შესახებკარგი აღზრდის მიღება შეიძლება არა მხოლოდ საკუთარ ოჯახში ან სკოლაში, არამედ... საკუთარი თავისგანაც.ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>მხოლოდ ის უნდა იცოდე, თუ რა არის ნამდვილი აღზრდილი, ზრდილობიანი ადამიანი.დარწმუნებული ვარ, რომ, მაგალითად, ნამდვილი აღზრდა, პირველ რიგში, საკუთარ სახლში ვლინდება, საკუთარ ოჯახში, ახლობლებთან ურთიერთობებში.თუ მამაკაცი ქუჩაში წინ ატარებს უცნობ ქალს, უღებს მას კარს, ხოლო სახლში დაღლილ ცოლს ჭურჭლის რეცხვაში არ მიეხმარება – ის არ არის კარგად აღზრდილი, უზრდელია.თუ ნაცნობებთან ის თავაზიანია, ხოლო სახლში ნებისმიერ რამეზე ღიზიანდება – ის უზრდელია.თუ ის არ ითვალისწინებს თავისი ახლობლების ხასიათს, ფსიქოლოგიას, ჩვევებსა და სურვილებს – ის უზრდელია.თუ უკვე მოზრდილი მშობლებისგან დახმარებას იღებს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას (ასეც უნდა იყოს) და ვერ ამჩნევს, რომ მათ თავად სჭირდებათ დახმარება – ის უზრდელია.თუ ის ხმამაღლა უსმენს რადიოს ან ტელევიზორს, ან, უბრალოდ, ხმამაღლა ლაპარაკობს, როდესაც სახლში ვინმე გაკვეთილებს ამზადებს ან კითხულობს – ის უზრდელია და ასეთი ადამიანი თავის შვილებს ვერასდროს აღზრდის ზრდილობიან ადამიანებად.თუ უყვარს ოხუნჯობა თავის ცოლზე ან ბავშვებზე ისე, რომ არ ინდობს მათ თავმოყვარეობას, განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით, ის უკვე ამ შემთხვევაში, უბრალოდ, სულელია.ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე>>აღზრდილი, ზრდილობიანი ადამიანი ისაა, ვისაც სურს და იცის სხვების აზრებისა და სურვილების გათვალისწინება, ისაა, ვისთვისაც საკუთარი თავაზიანობა არა მხოლოდ გათავისებული აქვს, არამედ სიამოვნებს კიდეც. ეს ისაა, რომელიც ერთნაირად თავაზიანია უფროსებთანაც და უმცროსებთანაც – ასაკითა და სოციალური მდგომარეობით.აღზრდილი ადამიანი ყველანაირი გაგებით არ „ხმაურობს“, ზოგავს სხვების დროს, მკაცრად ასრულებს სხვებისთვის მიცემულ დანაპირებს, არ ყოყლოჩინობს, „ცხვირს არ სწევს“ და ყველგან ერთნაირია – სახლშიც, სკოლაშიც, ინსტიტუტშიც, სამუშაოზეც, მაღაზიაშიცა და ავტობუსშიც.
https://sputnik-georgia.com/20200723/stanislav-eJi-leci-Stanislaw-Jerzy-Lec-249056029.html
https://sputnik-georgia.com/20200702/haruki-murakami-248882157.html
https://sputnik-georgia.com/20200625/xorxe-nukais-20-wesi-248823890.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/02/278226381_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_d23feeb85d2eb1f19d297845ef6807cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება
შეიძლება უამრავი წიგნი წაიკითხო, იცოდე უცხო ენები, მიიღო კარგი განათლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხარ ინტელიგენტი და კარგად აღზრდილი ადამიანი...
შეიძლება უამრავი წიგნი წაიკითხო, იცოდე უცხო ენები, მიიღო კარგი განათლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხარ ინტელიგენტი და კარგად აღზრდილი ადამიანი...
„
აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ დმიტრი ლიხაჩოვის მოსაზრებებს.
დმიტრი ლიხაჩოვი (1906–1999) რუსი ფილოლოგი, კულტუროლოგი, ხელოვნებათმცოდნე. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში იყო კულტურის აქტიური დამცველი, ზნეობრიობისა და სულიერების პროპაგანდისტი. დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა როგორც ფილოლოგმა, კულტურისა და ხელოვნების სპეციალისტმა, მაგრამ ის ასევე წერდა ცხოვრების აზრზე, წესიერებაზე, სიბრძნეზე, სინდისზე, სამართლიანობაზე, ინტელიგენტურობაზე...
ბელინსკის (რუსი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი) სადღაც წერილებში, მახსოვს, ასეთი აზრი ჰქონდა: არამზადები ყოველთვის იმარჯვებენ წესიერ ადამიანებზე, რადგან ისინი წესიერ ადამიანებს ექცევიან ისე, როგორც არამზადებს.
წესიერი ადამიანები კი, ითმენენ რა და იტანჯებიან, არამზადებს ექცევიან ისე, როგორც წესიერ ადამიანებს.
სულელს არ უყვარს ჭკვიანი, გაუნათლებელს – განათლებული, გაუზრდელს – ზრდილობიანი და ა.შ.
და ეს ყველაფერი იმალება რამე ფრაზის უკან: „უბრალო ადამიანი ვარ...“, „არ მიყვარს ფილოსოფოსობა“, „ამის გარეშეც ვიცხოვრე“...
სულში კი სიძულივილია, შური, საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა.
ბევრი ფიქრობს: ინტელიგენტი – ეს ისაა, რომელსაც ბევრი წაუკითხავს, კარგი განათლება მიიღო (უპირატესად – ჰუმანიტარული), ბევრი იმოგზაურა, რამდენიმე ენა იცის.
ამ დროს შეიძლება ეს ყველაფერი გქონდეს და იყო ინტელიგენტი, მაგრამ აქედან არც ერთი არ გქონდეს, მაგრამ შინაგანად მაინც ინტელიგენტი იყო.
ინტელიგენტობა მხოლოდ ცოდნა და სხვისი გაგების უნარში არაა. ის ათასობით წვრილმანში ვლინდება: იკამათო პატივისცემით, მოკრძალებულად მოიქცე სუფრასთან, სხვას შეუმჩნევლად (სწორედაც რომ შეუმჩნევლად) დაეხმარო, გაუფრთხილდე ბუნებას, არ დაანაგვიანო გარემო – არ დაანაგვიანო სიგარეტის ნამწვით ან ლანძღვით, ცუდი იდეებით (ესეც ნაგავია, და თან – როგორი!).
ვიცნობდი გლეხებს, რომლებიც ნამდვილი ინტელიგენტები იყვნენ. საოცარი სისუფთავე ჰქონდათ სახლში, აფასებდნენ კარგ სიმღერებს, იცოდნენ ამბების მოთხრობა (რაც თვითონ ან სხვებს გადახდათ თავს), მოწესრიგებულად ცხოვრობდნენ, იყვნენ სტუმართმოყვარე და სალმიანი, გაგებით ეკიდებოდნენ სხვის უბედურებასა და სხვის სიხარულს.
ინტელიგენტურობა – ესაა გაგების, აღქმის უნარი, შემწყნარებლური დამოკიდებულება სამყაროსა და ადამიანების მიმართ.
კარგი აღზრდის მიღება შეიძლება არა მხოლოდ საკუთარ ოჯახში ან სკოლაში, არამედ... საკუთარი თავისგანაც.
მხოლოდ ის უნდა იცოდე, თუ რა არის ნამდვილი აღზრდილი, ზრდილობიანი ადამიანი.
დარწმუნებული ვარ, რომ, მაგალითად, ნამდვილი აღზრდა, პირველ რიგში, საკუთარ სახლში ვლინდება, საკუთარ ოჯახში, ახლობლებთან ურთიერთობებში.
თუ მამაკაცი ქუჩაში წინ ატარებს უცნობ ქალს, უღებს მას კარს, ხოლო სახლში დაღლილ ცოლს ჭურჭლის რეცხვაში არ მიეხმარება – ის არ არის კარგად აღზრდილი, უზრდელია.
თუ ნაცნობებთან ის თავაზიანია, ხოლო სახლში ნებისმიერ რამეზე ღიზიანდება – ის უზრდელია.
თუ ის არ ითვალისწინებს თავისი ახლობლების ხასიათს, ფსიქოლოგიას, ჩვევებსა და სურვილებს – ის უზრდელია.
თუ უკვე მოზრდილი მშობლებისგან დახმარებას იღებს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას (ასეც უნდა იყოს) და ვერ ამჩნევს, რომ მათ თავად სჭირდებათ დახმარება – ის უზრდელია.
თუ ის ხმამაღლა უსმენს რადიოს ან ტელევიზორს, ან, უბრალოდ, ხმამაღლა ლაპარაკობს, როდესაც სახლში ვინმე გაკვეთილებს ამზადებს ან კითხულობს – ის უზრდელია და ასეთი ადამიანი თავის შვილებს ვერასდროს აღზრდის ზრდილობიან ადამიანებად.
თუ უყვარს ოხუნჯობა თავის ცოლზე ან ბავშვებზე ისე, რომ არ ინდობს მათ თავმოყვარეობას, განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით, ის უკვე ამ შემთხვევაში, უბრალოდ, სულელია.
აღზრდილი, ზრდილობიანი ადამიანი ისაა, ვისაც სურს და იცის სხვების აზრებისა და სურვილების გათვალისწინება, ისაა, ვისთვისაც საკუთარი თავაზიანობა არა მხოლოდ გათავისებული აქვს, არამედ სიამოვნებს კიდეც. ეს ისაა, რომელიც ერთნაირად თავაზიანია უფროსებთანაც და უმცროსებთანაც – ასაკითა და სოციალური მდგომარეობით.
აღზრდილი ადამიანი ყველანაირი გაგებით არ „ხმაურობს“, ზოგავს სხვების დროს, მკაცრად ასრულებს სხვებისთვის მიცემულ დანაპირებს, არ ყოყლოჩინობს, „ცხვირს არ სწევს“ და ყველგან ერთნაირია – სახლშიც, სკოლაშიც, ინსტიტუტშიც, სამუშაოზეც, მაღაზიაშიცა და ავტობუსშიც.