https://sputnik-georgia.com/20230729/turqetis-sastumroebsi-seizleba-all-inclusive-sistemaze-uari-tqvan-280543360.html
თურქეთის სასტუმროებში შეიძლება სისტემა all-inclusive–ზე უარი თქვან
თურქეთის სასტუმროებში შეიძლება სისტემა all-inclusive–ზე უარი თქვან
Sputnik საქართველო
თურქეთის კურორტებზე სისტემა all-inclusive–ზე უარის თქმისკენ სასტუმროებს ქვეყნის მოვაჭრეთა და ხელოსანთა კონფედერაციის თავმჯდომარემ მოუწოდა. 29.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-29T21:12+0400
2023-07-29T21:12+0400
2023-07-29T21:12+0400
თურქეთი
ტურიზმი
მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23680/19/236801945_1:0:5334:3000_1920x0_80_0_0_9757b310d0ff8f4a78e4660dce329223.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. თურქეთის სასტუმროებში მთლიანად უარის თქმა სისტემაზე all-inclusive („ყველაფერი ჩართულია“) ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არის ვარიაციების გამოჩენის შანსი ტურისტების სხვადასხვა მოთხოვნასთან და დასვენების გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით, განაცხადა ანტალიის მერის მრჩეველმა ტურიზმის საკითხებში ოსმან აიიკმა.მანამდე თურქეთის მოვაჭრეთა და ხელოსანთა კონფედერაციის თავმჯდომარე ბენდევი ფალანდოკენი გამოვიდა მოწოდებით, უარი თქვან all-inclusive სისტემაზე თურქეთის კურორტებზე. მისი არგუმენტი იყო ის, რომ ამ სისტემის გამო ტურისტები, პრაქტიკულად, არ ტოვებენ სასტუმროებს, ხოლო მოვაჭრეები და ხელოსნები შესაძლო შემოსავალს კარგავენ.ამავე დროს, მან არ გამორიცხა სისტემის სხვადასხვა ვარიაციის გამოჩენა. მისი თქმით, როდესაც all-inclusive–ში ბევრი ოფციაა ჩართული, ტურისტს შეუძლია თქვას, რომ რომელიმე ოფციას არ მოიხმარს, ის არ სჭირდება.„ამ ვითარებაში დასვენების ფასები მაღალია, ხოლო ტურისტს არ სურს გადაიხადოს იმ მომსახურებისთვის, რასაც არ იყენებს. ჩემი აზრით, ცვლილებები შევა სისტემაში: გაჩნდება რაღაც „საბაზო ვარიანტი", რომელსაც კლიენტი დაუმატებს ოფციებს, რომელიც სწორედ მას სჭირდება და ამის საფასურს ცალკე გადაიხდის“, – განაცხადა აიიკმა.რატომ ვერ იზიდავს საქართველო ტურისტებს თურქეთიდან? ტუროპერატორი>>მისი აზრით, თუ თურქეთი all-inclusive სისტემაზე უარს იტყვის, მას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ და ქვეყანა ფლაგმანი და მაგალითი გახდება.თურქეთის ტუროპერატორების ასოციაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მეჰმეთ აქბაბის აზრით, ამ სისტემაზე უარი თანდათანობით, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა ითქვას.როგორც ის აცხადებს, ქემერში და სხვა რეგიონებშიც ტურისტული დახლების გამყიდველები ვითარებით უკმაყოფილო არიან.„ჩვენ რეგიონში ბევრი სასრტუმროა, რომლებიც ამ სისტემის გაუქმებას თვითონ ემხრობიან, თუმცა აუცილებელია თანდათანობითი და დროში გაწელილი ნაბიჯები. შესაძლოა, კარგი იყოს ახალი კონცეფციის ერთ ლოკაციაზე გამოყენება“, – აღნიშნა აქბაბამ.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23680/19/236801945_667:0:4667:3000_1920x0_80_0_0_df9f34ce05256bad1b1c5147d1e8a315.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , ტურიზმი, მსოფლიოს ახალი ამბები, ეკონომიკა
თურქეთი , ტურიზმი, მსოფლიოს ახალი ამბები, ეკონომიკა
თურქეთის სასტუმროებში შეიძლება სისტემა all-inclusive–ზე უარი თქვან
თურქეთის კურორტებზე სისტემა all-inclusive–ზე უარის თქმისკენ სასტუმროებს ქვეყნის მოვაჭრეთა და ხელოსანთა კონფედერაციის თავმჯდომარემ მოუწოდა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. თურქეთის სასტუმროებში მთლიანად უარის თქმა სისტემაზე all-inclusive („ყველაფერი ჩართულია“) ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არის ვარიაციების გამოჩენის შანსი ტურისტების სხვადასხვა მოთხოვნასთან და დასვენების გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით, განაცხადა ანტალიის მერის მრჩეველმა ტურიზმის საკითხებში ოსმან აიიკმა.
მანამდე თურქეთის მოვაჭრეთა და ხელოსანთა კონფედერაციის თავმჯდომარე ბენდევი ფალანდოკენი გამოვიდა მოწოდებით, უარი თქვან all-inclusive სისტემაზე თურქეთის კურორტებზე. მისი არგუმენტი იყო ის, რომ ამ სისტემის გამო ტურისტები, პრაქტიკულად, არ ტოვებენ სასტუმროებს, ხოლო მოვაჭრეები და ხელოსნები შესაძლო შემოსავალს კარგავენ.
„ჩვენთან მოდიან სხვადასხვა კლიენტები განსხვავებული მოთხოვნებით. არიან ისინი, ვისაც სჭირდება all-inclusive, ისინი, ვისთვისაც საკმარისია პანსიონი ან საერთოდ სასტუმრო საუზმის გარეშე. ამიტომ არის განთავსების სხვადასხვა ვარიანტი. all-inclusive–ს თურქეთში მთლიანად არავინ გააუქმებს“, – განაცხადა აიიკმა
РИА Новости–სთან.
ამავე დროს, მან არ გამორიცხა სისტემის სხვადასხვა ვარიაციის გამოჩენა. მისი თქმით, როდესაც all-inclusive–ში ბევრი ოფციაა ჩართული, ტურისტს შეუძლია თქვას, რომ რომელიმე ოფციას არ მოიხმარს, ის არ სჭირდება.
„ამ ვითარებაში დასვენების ფასები მაღალია, ხოლო ტურისტს არ სურს გადაიხადოს იმ მომსახურებისთვის, რასაც არ იყენებს. ჩემი აზრით, ცვლილებები შევა სისტემაში: გაჩნდება რაღაც „საბაზო ვარიანტი", რომელსაც კლიენტი დაუმატებს ოფციებს, რომელიც სწორედ მას სჭირდება და ამის საფასურს ცალკე გადაიხდის“, – განაცხადა აიიკმა.
მისი აზრით, თუ თურქეთი all-inclusive სისტემაზე უარს იტყვის, მას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ და ქვეყანა ფლაგმანი და მაგალითი გახდება.
თურქეთის ტუროპერატორების ასოციაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მეჰმეთ აქბაბის აზრით, ამ სისტემაზე უარი თანდათანობით, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა ითქვას.
„all-inclusive–ზე უარი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო კრიზისისა და სურსათის გაძვირების ფონზე პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება. სამწუხაროდ, ამ სისტემის პირობებში სასტუმროებში კლიენტები თეფშზე აუცილებელზე მეტს დებენ, მაღალია ნარჩენების პროცენტი“, – განაცხადა აქბაბამ.
როგორც ის აცხადებს, ქემერში და სხვა რეგიონებშიც ტურისტული დახლების გამყიდველები ვითარებით უკმაყოფილო არიან.
„ჩვენ რეგიონში ბევრი სასრტუმროა, რომლებიც ამ სისტემის გაუქმებას თვითონ ემხრობიან, თუმცა აუცილებელია თანდათანობითი და დროში გაწელილი ნაბიჯები. შესაძლოა, კარგი იყოს ახალი კონცეფციის ერთ ლოკაციაზე გამოყენება“, – აღნიშნა აქბაბამ.