https://sputnik-georgia.com/20230727/wels-saarqivo-fondis-dokumentebis-14-atasze-met-furcels-cautarda-restavracia-280397456.html
წელს რესტავრაცია საარქივო ფონდის დოკუმენტების 14 ათასზე მეტ ფურცელს ჩაუტარდა
წელს რესტავრაცია საარქივო ფონდის დოკუმენტების 14 ათასზე მეტ ფურცელს ჩაუტარდა
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრატორები XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე მუშაობდნენ. 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T12:31+0400
2023-07-27T12:31+0400
2023-07-27T17:34+0400
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
არქივი
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24308/39/243083929_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_aa23a52fe679026473e62a0ec5e898b5.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციაზე ინტენსიურად მუშაობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, რესტავრაციის ლაბორატორიაში 2023 წლის ექვს თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 14.357 ფურცელს, 40-მდე ფოტოს, 41 ტექნიკურ ნახაზს და სხვა საარქივო დოკუმენტებს. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ამ პერიოდში რესტავრირებული იყო ქართველი მეფეების, სასულიერო პირებისა თუ სახელმწიფო მოღვაწეების 77 ისტორიული საბუთი. საქართველოს მოღვაწეების ასზე მეტი შარჟი: ეროვნულმა არქივმა ონლაინ-კოლექცია წარადგინა>>ასევე საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა 500 კინოფირსა და 80 ფონოდოკუმენტს. არქივის ცნობით, მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრატორები აქტიურად მუშაობდნენ XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24308/39/243083929_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_ad402d75fb9e989a3b9acfb41716c58b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, არქივი , კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, არქივი , კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
წელს რესტავრაცია საარქივო ფონდის დოკუმენტების 14 ათასზე მეტ ფურცელს ჩაუტარდა
12:31 27.07.2023 (განახლებულია: 17:34 27.07.2023) უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრატორები XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე მუშაობდნენ.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციაზე ინტენსიურად მუშაობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, რესტავრაციის ლაბორატორიაში 2023 წლის ექვს თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 14.357 ფურცელს, 40-მდე ფოტოს, 41 ტექნიკურ ნახაზს და სხვა საარქივო დოკუმენტებს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ამ პერიოდში რესტავრირებული იყო ქართველი მეფეების, სასულიერო პირებისა თუ სახელმწიფო მოღვაწეების 77 ისტორიული საბუთი.
ასევე საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა 500 კინოფირსა და 80 ფონოდოკუმენტს.
არქივის ცნობით, მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრატორები აქტიურად მუშაობდნენ XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს.