https://sputnik-georgia.com/20230603/saqartvelos-morvaweebis-asze-meti-sarji-erovnulma-arqivma-onlain-koleqcia-waradgina-278251775.html
საქართველოს მოღვაწეების ასზე მეტი შარჟი: ეროვნულმა არქივმა ონლაინ-კოლექცია წარადგინა
საქართველოს მოღვაწეების ასზე მეტი შარჟი: ეროვნულმა არქივმა ონლაინ-კოლექცია წარადგინა
Sputnik საქართველო
ონლაინ-კოლექციაში წარმოდგენილია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლებისა და კომპოზიტორების შარჟები 03.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-03T17:30+0400
2023-06-03T17:30+0400
2023-08-17T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
არქივი
საქართველოს ისტორიიდან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278243309_0:0:2345:1319_1920x0_80_0_0_e5f4f29e28b422c989ad5689b0b0e73a.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა არქივმა 1910-1920-იან წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების პოლიტიკური და კულტურის მოღვაწეების შარჟების ონლაინ-კოლექცია გამოაქვეყნა.პერიოდულ გამოცემებს, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ.მათ შორის იყვნენ შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები. ილუსტრირებულ გაზეთებში ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟია დაბეჭდილი.ეროვნული არქივის მიერ შექმნილ ონლაინ-კოლექციაში შესულია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების შარჟები, რომელიც დაბეჭდილია პერიოდულ გამოცემებში: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება“ „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“.კრებული, რომელიც პირველ ეტაპზე 100-ზე მეტ შარჟს მოიცავს, ხელმისაწვდომია აქ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/03/278243309_0:0:2345:1759_1920x0_80_0_0_a74d31b82f5f876657791268b0781717.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, არქივი , საქართველოს ისტორიიდან
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, არქივი , საქართველოს ისტორიიდან
საქართველოს მოღვაწეების ასზე მეტი შარჟი: ეროვნულმა არქივმა ონლაინ-კოლექცია წარადგინა
17:30 03.06.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) ონლაინ-კოლექციაში წარმოდგენილია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლებისა და კომპოზიტორების შარჟები
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა არქივმა 1910-1920-იან წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების პოლიტიკური და კულტურის მოღვაწეების შარჟების ონლაინ-კოლექცია გამოაქვეყნა.
პერიოდულ გამოცემებს, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ.
მათ შორის იყვნენ შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები. ილუსტრირებულ გაზეთებში ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟია დაბეჭდილი.
ეროვნული არქივის მიერ შექმნილ ონლაინ-კოლექციაში შესულია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების შარჟები, რომელიც დაბეჭდილია პერიოდულ გამოცემებში: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება“ „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“.
კრებული, რომელიც პირველ ეტაპზე 100-ზე მეტ შარჟს მოიცავს, ხელმისაწვდომია
აქ.