https://sputnik-georgia.com/20230727/uzravi-qoneba-mtis-kurortebze-gayidvebi-semcirda-280413904.html
უძრავი ქონება მთის კურორტებზე - გაყიდვები შემცირდა
უძრავი ქონება მთის კურორტებზე - გაყიდვები შემცირდა
Sputnik საქართველო
უძრავი ქონების ფასები შემცირდა გუდაურსა და ბაკურიანშიც. 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T18:01+0400
2023-07-27T18:01+0400
2023-07-27T22:03+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/21/246242141_0:94:3000:1782_1920x0_80_0_0_254b4a01944ba376595a082627bb9c22.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. უძრავი ქონების გაყიდვა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანსა და გუდაურში 2023 წლის პირველ ნახევარში, შესაბამისად, 23,2%-ით და 34,7%-ით შემცირდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში. ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ბაკურიანში უძრავი ქონების 443 ობიექტი გაიყიდა იმ დროს, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში მათი რაოდენობა 577 იყო. ამას გარდა, 2023 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, გაყიდვები შემცირდა 10,7%-ით, განაცხადეს კომპანიაში. გუდაურში 2023 წლის პირველ ნახევარში 167 ობიექტი გაიყიდა; 2022 წლის საანგარიშო პერიოდში – 256. ასევე 18,5%-ით შემცირდა გაყიდვები 2023 წლის აპრილ-ივნისში იანვარ-მარტთან შედარებით. გუდაურში ახალ საბაგირო გზებს ააშენებენ>>კომპანიის მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ასევე შემცირდა უძრავი ქონების ფასი ამ კურორტებზე. ამ დროისათვის ბაკურიანში 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასია 1,1 ათასი დოლარი, გუდაურში – 1,4 ათასი. გუდაური და ბაკურიანი სამთო-სათხილამურო კურორტებია, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/21/246242141_251:0:2751:1875_1920x0_80_0_0_2c4fbaade6b6a0a83d4dece5c74506f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
უძრავი ქონება მთის კურორტებზე - გაყიდვები შემცირდა
18:01 27.07.2023 (განახლებულია: 22:03 27.07.2023) უძრავი ქონების ფასები შემცირდა გუდაურსა და ბაკურიანშიც.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. უძრავი ქონების გაყიდვა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანსა და გუდაურში 2023 წლის პირველ ნახევარში, შესაბამისად, 23,2%-ით და 34,7%-ით შემცირდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ბაკურიანში უძრავი ქონების 443 ობიექტი გაიყიდა იმ დროს, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში მათი რაოდენობა 577 იყო.
ამას გარდა, 2023 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, გაყიდვები შემცირდა 10,7%-ით,
განაცხადეს კომპანიაში.
გუდაურში 2023 წლის პირველ ნახევარში 167 ობიექტი გაიყიდა; 2022 წლის საანგარიშო პერიოდში – 256. ასევე 18,5%-ით შემცირდა გაყიდვები 2023 წლის აპრილ-ივნისში იანვარ-მარტთან შედარებით.
კომპანიის მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ასევე შემცირდა უძრავი ქონების ფასი ამ კურორტებზე. ამ დროისათვის ბაკურიანში 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასია 1,1 ათასი დოლარი, გუდაურში – 1,4 ათასი.
გუდაური და ბაკურიანი სამთო-სათხილამურო კურორტებია, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.