გუდაურში ახალ საბაგირო გზებს ააშენებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაბაგირო გზა გუდაურში
საბაგირო გზა გუდაურში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2023
გამოწერა
საბაგირო გზები საათში სულ ცოტა 1.800 ადამიანს უნდა მოემსახუროს.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. გუდაურში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ორი ახალი საბაგირო გზა აშენდება, ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამშენებლო სამუშაოებს კერძო კომპანია MTA უხელმძღვანელებსებს. დამატებითი საბაგირო გზები საათში 1.800 ადამიანს მოემსახურება და დამსვენებლებს რიგებისგან გაათავისუფლებს. ეკონომიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ახალი საბაგირო გზების აშენება აუცილებელია გუდაურში კროს-სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპის ჩატარებასთან დაკავშირებით.

„კომპანიის მიერ შემუშავდა ტექნიკური დავალება და განისაზღვრა ის კრიტერიუმები და მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ორი საბაგირო გზის მოწყობა 1249 და 1369 მეტრი სიგრძის, რომელიც დაიწყება ახალი გუდაურიდან და დასრულდება კუდების წინა ფერდზე, 6-ადგილიანი ფარიანი („ბაბლიანი") საბაგიროებით, გამტარუნარიანობით არანაკლებ 1800 კაცი საათში", – ნათქვამია პროექტის განმარტებაში.

2023 წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტები გუდაური და ბაკურიანი ზამთრის სპორტის სახეობებში მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებენ. გადაწყვეტილება სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIS) მიიღო.
პირველად ისტორიაში: საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს>>
2023–2024 წლების ზამთრის სეზონზე ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება მოგულსისა და სკი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინებში. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო თასის მასპინძლები, FIS-ის კალენდარში უკვე აღნიშნულია.
ყველა ახალი ამბავი
0