რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია ტესტირების გავლა ქართულ ენაში, ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. 2022 წლის 22 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო რუსეთის 2.952-მა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა 3.071-მა ადამიანმა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციაში პარლამენტის დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ.
ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის სახით მიიღო რუსეთის 2.564-მა მოქალაქემ, საიდანაც 2.530 წარმოშობით საქართველოდანაა, ხოლო 11-ს დამსახურება აქვს სპორტში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში.
იმავე პერიოდში რუსეთის კიდევ ხუთმა მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო ჩვეულებრივ რეჟიმში, 15-მა – გამარტივებულ და რვამ – სპეციალურ რეჟიმში.
მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში>>
გარდა ამისა, ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინეს რუსეთის 3.071 მოქალაქეს, საიდანაც 3.034-ს – ახალი წესებით (საუბარია საქართველოს ყოფილ მოქალაქეებზე, ასევე მოქალაქეებზე, რომლებსაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. მათ მოქალაქეობის აღდგენა შეუძლიათ განაცხადის საფუძველზე).
ამჟამად საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის სახით ენიჭება:
იძულებით გადაადგილებულ პირებს ან მცხოვრებთ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება;
ემიგრანტებს, რომლებმაც ქვეყანა პოლიტიკური მოტივებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო დატოვეს;
უცხოელებს, რომლებიც ახორიცელებენ ინვესტიციებს და დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში;
წარმატებულ სპორტსმენებს;
მეცნიერებს ან ხელოვნების მოღვაწეებს, რომლებსაც საქართველოს სახელით მუშაობა სურთ.
ამასთან, როგორც გამონაკლისის სახით, ისე ყველა ემიგრანტისა და სხვა მსურველისთვის მოქალაქეობის მიღების პირობაა ქართული ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნა.
ყველა ახალი ამბავი
0