მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerტურისტები შარდენის ქუჩაზე
ტურისტები შარდენის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2023
გამოწერა
1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 266 უცხოელს
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის პირველ ექვს თვეში ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 104 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 8 უცხოელს – რუსეთის 4 მოქალაქეს, ბანგლადეშის სამ მოქალაქეს და გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე პირს.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის 96-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორისაა უკრაინის 85, ყაზახეთის სამი და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე 7 პირი.
1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 266 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის მოქალაქეებზე მოდის (85).
სტატუსის მინიჭებაზე უარის სიაშია ასევე თურქეთის 42 მოქალაქე, მიანმის 32, რუსეთის 13, ეგვიპტის 14 მოქალაქე და კიდევ 23 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.
მთლიანობაში 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 515-მა უცხოელმა. აქედან 104 უკრაინის მოქალაქეა, 93 – ირანის, 72 – თურქეთის, 99 – რუსეთის და 17 – ინდოეთის.

ვის აძევებს საქართველო

2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ქვეყნიდან უცხოეთის 16 სახელმწიფოს 102 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0