https://sputnik-georgia.com/20230727/-----------280438629.html
„ამ რეალობაში ვერაფერს დამალავ“ - კახა კალაძე ანტირუსული სანქციების დაცვაზე
„ამ რეალობაში ვერაფერს დამალავ“ - კახა კალაძე ანტირუსული სანქციების დაცვაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას დააზიანებს, განაცხადა კახა კალაძემ. 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T20:22+0400
2023-07-27T20:22+0400
2023-07-27T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_641922e48a0cf3dba03397184c8def3d.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ მოქმედებს ანტირუსული სანქციების აღსრულების საკითხში, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას.ო'ბრაიენმა სენატში მოხსენებისას განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ „რეალურ ნაბიჯებს" რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის იმპორტის შეზღუდვის მიზნით და შეაქო საქართველოს მთავრობა, როგორც „კარგი პარტნიორი გამჭვირვალობის თვალსაზრისით". მან შეაფასა თავისი ვიზიტი საქართველოში ივნისში, სადაც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, და აღნიშნა, რომ მათ აღმოაჩინეს „დამაიმედებელი“ გარემოებები ხელისუფლების მუშაობაში სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად.როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას ავნებს ან სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს.„დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია რაღაცის დამალვა. ამიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, მით უმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. ნებისმიერ საკითხსა და თემაზე ყველას მიუწვდება ხელი. რა თქმა უნდა, არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.ვოლსკი: ოპოზიცია პანიკაშია აშშ-ის სპეცწარმომადგენლის განცხადების შემდეგ>>>ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს. მათ განაცხადეს, რომ მთავრობამ ბევრი იმუშავა რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შესვლის თავიდან ასაცილებლად. შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტისა და ფინანსური სექტორის კონტროლისთვის.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_275:240:1776:1366_1920x0_80_0_0_8b6d20c77eee9809a37bf194e629818d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
„ამ რეალობაში ვერაფერს დამალავ“ - კახა კალაძე ანტირუსული სანქციების დაცვაზე
20:22 27.07.2023 (განახლებულია: 22:39 27.07.2023) საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას დააზიანებს, განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ მოქმედებს ანტირუსული სანქციების აღსრულების საკითხში, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას.
ო'ბრაიენმა სენატში მოხსენებისას განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ „რეალურ ნაბიჯებს" რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის იმპორტის შეზღუდვის მიზნით და შეაქო საქართველოს მთავრობა, როგორც „კარგი პარტნიორი გამჭვირვალობის თვალსაზრისით". მან შეაფასა თავისი ვიზიტი საქართველოში ივნისში, სადაც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, და აღნიშნა, რომ მათ აღმოაჩინეს „დამაიმედებელი“ გარემოებები ხელისუფლების მუშაობაში სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად.
„საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება, ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან. დასამალი არაფერია, ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა და თუ რაიმე კითხვები არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს და არა საქართველოსთან“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას ავნებს ან სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს.
„დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია რაღაცის დამალვა. ამიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, მით უმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. ნებისმიერ საკითხსა და თემაზე ყველას მიუწვდება ხელი. რა თქმა უნდა, არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს. მათ განაცხადეს, რომ მთავრობამ ბევრი იმუშავა რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შესვლის თავიდან ასაცილებლად. შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტისა და ფინანსური სექტორის კონტროლისთვის.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.