https://sputnik-georgia.com/20230727/--------280431414.html
ვოლსკი: ოპოზიცია პანიკაშია აშშ-ის სპეცწარმომადგენლის განცხადების შემდეგ
ვოლსკი: ოპოზიცია პანიკაშია აშშ-ის სპეცწარმომადგენლის განცხადების შემდეგ
Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ივნისში იმყოფებოდა. მან სენატში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იცავს ქვეყანა... 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T20:00+0400
2023-07-27T20:00+0400
2023-07-27T22:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიცია“ ეძებს ნეგატივს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებაში, რომელმაც თქვა, რომ საქართველო არ აძლევს რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.ო'ბრაიენმა სენატში განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ „რეალურ ნაბიჯებს" რუსეთში სანქცირებული საქონლის იმპორტის შეზღუდვის მიზნით. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს დარწმუნდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს საზღვარზე საქონლის გადაადგილებას. როგორც ამ განცხადების შემდეგ ქართველმა ოპოზიციონერებმა განაცხადეს, „საგანგაშო სიგნალების გამო“ ამერიკელები საქართველოს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.მისი თქმით, ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი თვალყურის დევნება საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ. მაგრამ, აღნიშნა დეპუტატმა, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ყურადღების ქვეშ მოექცევა ევროპა, აზია და კავკასიის რეგიონის ქვეყნები.„ო’ბრაიენის პასუხებმა პანიკაში ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიის სერიოზული ნაწილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.ო’ბრაიენმა საქართველოში ვიზიტზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მან და მისმა ევროპელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა ხელისუფლების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად გაწეულ მუშაობაში „დამაიმედებელი გარემოებები“ აღმოაჩინეს.„აქტობეს" ფეხბურთელები საქართველოში რუსულის ნაცვლად, ყაზახური თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ >>ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს. მათ განაცხადეს, რომ მთავრობამ ბევრი იმუშავა რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შესვლის თავიდან ასაცილებლად. შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტისა და ფინანსური სექტორის კონტროლისთვის.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , აშშ
ვოლსკი: ოპოზიცია პანიკაშია აშშ-ის სპეცწარმომადგენლის განცხადების შემდეგ
20:00 27.07.2023 (განახლებულია: 22:35 27.07.2023) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ივნისში იმყოფებოდა. მან სენატში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იცავს ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიცია“ ეძებს ნეგატივს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებაში, რომელმაც თქვა, რომ საქართველო არ აძლევს რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ო'ბრაიენმა სენატში განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ „რეალურ ნაბიჯებს" რუსეთში სანქცირებული საქონლის იმპორტის შეზღუდვის მიზნით. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს დარწმუნდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს საზღვარზე საქონლის გადაადგილებას. როგორც ამ განცხადების შემდეგ ქართველმა ოპოზიციონერებმა განაცხადეს, „საგანგაშო სიგნალების გამო“ ამერიკელები საქართველოს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.
„ჩვენი ოპონენტები თავიანთი მედიასაშუალებებით იმდენად დამწუხრებული არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებებით, რომ რაიმე ნეგატივს ეძებენ... მან თქვა, რომ სისტემა მუშაობს, აწყობილია და თანამშრომლობა მაღალი დონისაა, რუსეთს კი არანაირი რესურსი არ გააჩნია, სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო გამოიყენოსო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი თვალყურის დევნება საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ. მაგრამ, აღნიშნა დეპუტატმა, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ყურადღების ქვეშ მოექცევა ევროპა, აზია და კავკასიის რეგიონის ქვეყნები.
„ო’ბრაიენის პასუხებმა პანიკაში ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიის სერიოზული ნაწილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ო’ბრაიენმა საქართველოში ვიზიტზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მან და მისმა ევროპელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა ხელისუფლების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად გაწეულ მუშაობაში „დამაიმედებელი გარემოებები“ აღმოაჩინეს.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს. მათ განაცხადეს, რომ მთავრობამ ბევრი იმუშავა რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შესვლის თავიდან ასაცილებლად. შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტისა და ფინანსური სექტორის კონტროლისთვის.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.