თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) და დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის, ჭოველიძის, დავით თორაძის, კერესელიძის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, მიცკევიჩის, ანა პოლიტკოვსკაია, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ჯიქიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს, იოსელიანის, თინათინის, პეტრე იბერის, პეტრიწის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, გიორგი ბრწყინვალის (ნაწილობრივ), ნინო აბაშიძე- ორბელიანის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის და ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
16:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის და ულიანოვის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს მიმდებარე ტერიტორიის, ქინძმარაულის (ნაწილობრივ) და ჭირნახულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ვაზიანის, გოგაშენის, ბჟოლეთის, არალეთის, დვირის, ჟველაურის, ედისის, იფნევის, კვერნაულის, ზვარეთის და იფნის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0