https://sputnik-georgia.com/20230726/davitasvilisa-da-aiib-vice-prezidentis-sexvedra-280348117.html
რა საკითხები განიხილეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და აზიის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა
რა საკითხები განიხილეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და აზიის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა
Sputnik საქართველო
ბანკი აფინანსებს გზების, რკინიგზის, აეროპორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას აზიაში. 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T15:06+0400
2023-07-26T15:06+0400
2023-07-26T20:07+0400
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ლევან დავითაშვილი
საქართველო
ანაკლია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280342885_153:386:1892:1364_1920x0_80_0_0_35c443db799f0a557663a6714e4e17b7.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველო ქვეყანაში მსხვილი პროექტების რეალიზაციაში, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანისა და ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) თანამშრომლობას გამოიყენებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკისთან დავითაშვილის შეხვედრისას ბანკის საქართველოში მომავალი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის შესახებ შეთანხმებას საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს. კაბელის მეშვეობით ელექტროენერგია საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროპას მიეწოდება. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს და მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი. ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ კონტრაქტი გაწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორს ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი. საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის. დავითაშვილის თქმით, შვიდწლიანი საქმიანობის განმავლობაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა რეალური წარმატება აჩვენა და აქვს სწრაფი პროგრესი საზღვრების გაფართოებისა და ახალი წევრების მიღების კუთხით. მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ზოგად ეკონომიკურ სურათზე, ლიბერალურ საინვესტიციო გარემოზე და მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის კავშირების გაუმჯობესების და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნის თვალსაზრისით. თავის მხრივ, AIIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა საქართველოსთან წარმატებული, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ამასთანავე ბანკის სახელით მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტით საერთაშორისო ინვესტორები დაინტერესდნენ>>აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოების სხვა სექტორებში ინვესტირების გზით, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტებთან მრავალმხრივი და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა. კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280342885_394:356:1738:1364_1920x0_80_0_0_98f1db3e64629229ad9a7949ee7ff8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი, საქართველო, ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი, საქართველო, ანაკლია
რა საკითხები განიხილეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და აზიის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა
15:06 26.07.2023 (განახლებულია: 20:07 26.07.2023) ბანკი აფინანსებს გზების, რკინიგზის, აეროპორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას აზიაში.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველო ქვეყანაში მსხვილი პროექტების რეალიზაციაში, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანისა და ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) თანამშრომლობას გამოიყენებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკისთან დავითაშვილის შეხვედრისას ბანკის საქართველოში მომავალი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
„ჩვენ ორიენტირებული ვართ, გრძელვადიანი პოტენციალი ეფექტურად გამოვიყენოთ სტრუქტურული რეფორმებისთვის და ძირითადი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ." – განაცხადა დავითაშვილმა ლიმიტოვსკისთან საუბრისას.
შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის შესახებ შეთანხმებას საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს. კაბელის მეშვეობით ელექტროენერგია საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროპას მიეწოდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს და მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ კონტრაქტი გაწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორს ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი. საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის.
დავითაშვილის თქმით, შვიდწლიანი საქმიანობის განმავლობაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა რეალური წარმატება აჩვენა და აქვს სწრაფი პროგრესი საზღვრების გაფართოებისა და ახალი წევრების მიღების კუთხით.
მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ზოგად ეკონომიკურ სურათზე, ლიბერალურ საინვესტიციო გარემოზე და მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის კავშირების გაუმჯობესების და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
თავის მხრივ, AIIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა საქართველოსთან წარმატებული, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ამასთანავე ბანკის სახელით მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა.
ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოების სხვა სექტორებში ინვესტირების გზით, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტებთან მრავალმხრივი და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა.
კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული.