თუ ახალი ცხოვრების დაწყება გინდათ...

CC0 / Ky0n Cheng / ცისკენ მიმავალი კიბე
ცისკენ მიმავალი კიბე - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
ცხოვრების დალაგება სამივე განზომილებაში უნდა დაიწყოთ: წარსულში, აწმყოში და მომავალშიც, რომელიც თქვენი წარმოდგენებით უკვე დანაგვიანებულია!
ახალი ცხოვრება რომ დაიწყოთ, ჯერ ძველი უნდა დაამთავროთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რადგან ვერაფერი ახალი ვერ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, თუ მისთვის ადგილი არ არის. ანუ, ძველი უნდა გადააგდოთ და ახლისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.
საკუთარი „ახალი" თავის შექმნა ყველაფრის გაუქმებით უნდა დაიწყოთ, არა მიზნის ძიებითა და საკუთარი თავის ხუთი წლის შემდეგ დანახვით, არა მისიასა და დანიშნულებაზე კითხვებით, არამედ ძველი — ფიზიკური, ენერგეტიკული და მენტალური ცხოვრებიდან ყველაფრის „გადაყრით".

ცხოვრების დალაგება სამივე განზომილებაში უნდა დაიწყოთ: წარსულში, აწმყოში და, თქვენ წარმოიდგინეთ, მომავალშიც, რომელიც თქვენი წარმოდგენებით უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ისიც უნდა გაიწმინდოს!

დაიწყეთ „გაწმენდა" აწმყოდან, რომელიც წარსულსაც ასუფთავებს და მომავლის დანაგვიანებისგანაც გიხსნით.
პირველ რიგში გადაყარეთ ნაგავი. და რა არის ნაგავი? ყველაფერი, რასაც არ იყენებთ. მაგალითად, რაც ერთი წლის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, ყველაფერი უნდა გასცეთ ან გადააგდოთ: ტანსაცმელი, რომელსაც არ იცვამთ, არაფრისმთქმელი სუვენირები, გამოუსადეგარი ან დაძველებული ჭურჭელი, ტექნიკა. ოღონდ გადააგდეთ მაშინვე, ნუ გადადებთ!
არეული ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2023
გადაყარეთ უსარგებლო ნივთები - გათავისუფლდით ნეგატივისგან
რაც უფრო მეტს გადაყრით, მით უკეთესი. გახსოვდეთ, რომ თითოეული ნივთი თქვენი ენერგიის ნაწილია. მათ ყურადღებით შეხედეთ და მხოლოდ ის დაიტოვეთ, რომელიც ნამდვილად დაგჭირდებათ და გაგახარებთ. ნივთის გადაგდებისას დასვით კითხვა: „მინდა ამ ენერგიის დატოვება თუ უკეთესია მის ადგილზე სხვა ენერგია მოვიდეს?"
დაიმახსოვრეთ: ჭიქა თუ სავსეა, მას ვეღარაფერს დაუმატებთ! ამიტომ თვითონ აცარიელებთ ჭიქას. რამდენსაც გადაღვრით, იმდენით შეივსება. თუ იძუნწებთ, არ გაგიკვირდეთ, რომ დიდი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში ვერ შემოვა.
ნუ დაიბინძურებთ ენერგეტიკას ტელევიზორით, მოიწყვეთ „განტვირთვის" დღეები>>
ეს ეხება არა მარტო თქვენს სახლს, არამედ სამუშაო ადგილს, აგარაკს, მანქანას…
ნაგვის გადაყრა ყველაზე ადვილია. ახლა დროა ფაილები გადაყაროთ! რამდენ ხანს ატარებთ კომპიუტერთან და ქსელში? ესეც თქვენი სივრცეა, ვირტუალური, მაგრამ მაინც, ისიც თქვენი ენერგიის ნაწილია.
მიჩვეული ვართ, რომ ყველაფერი კომპიუტერში შევინახოთ. პრინციპი აქაც იგივეა: გაწმენდა — ენერგიის გამოთავისუფლებაა. მაგალითად, რატომ უნდა შეინახოთ ფილმი, რომელიც არ მოგეწონათ? რაში გჭირდებათ ძველი ფაილები, რომლებიც აღარაფერში გამოგადგებათ?
iPhone Xs Max  - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
ნუ გამოიტანთ საკუთარ ცხოვრებას სააშკარაოზე: ნუ გიზიდავთ „ლაიქები"
გაითვალისწინეთ, რომ ეს ეხება სოციალურ ქსელებსაც, ბლოგებს, საიტებს…
ყველაფერს აწესრიგებთ და თავის ადგილს უჩენთ. წესრიგი საქმეების კარგი და ეფექტური ფუნქციონირების საწინდარია. ცხოვრებას სხვა სიჩქარეზე ვერ გადაიყვანთ, თუ თქვენს სამუშაო მაგიდაზე ან ბინაში ქაოსია.
ძალზე მნიშვნელოვანია: გაფილტრეთ მიღებული ინფორმაცია. წესრიგი და გაწმენდა შემოსულ ინფორმაციასაც სჭირდება. გაგიგიათ ინფორმაციული ინტოქსიკაცია? ეს გავრცელებული სენია, რომლითაც ჩვენს ეპოქაში ბევრი ადამიანია დაავადებული. ისინი ქსელში ყველაფერს კითხულობენ, უსასრულოდ აქვეყნებენ დიდი ადამიანების გამონათქვამებს და ამით საკუთარი სულის ხმის მოსმენის უნარი მთლიანად გადაგვარებული აქვთ.
ინფორმაციას დაგროვების უნარი აქვს, ის თქვენი ქვეცნობიერიდან არსად მიდის. ამიტომ კარგად უნდა გაფილტროთ, მიიღოთ მხოლოდ ის, რაც ფასეულია და მაშინვე მისი რეალიზება დაიწყოთ. მხოლოდ მაშინ სწავლობთ და ვითარდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაცია მძლავრ საინფორმაციო „ხმაურს" ქმნის.
ახალგაზრდა ქალი დანაოჭებული შუბლით - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
დუმსქროლინგი: როგორ მოქმედებს ცუდი ამბების კითხვა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე
რეკომენდებულია გაწმინდოთ: ქსელში მეგობართა სია, ამოშალეთ ან დამალეთ ის მეგობრები, რომლებიც გთრგუნავენ, მათი ამბები გაღიზიანებთ. გაწმინდეთ თქვენი კედელი, გაარკვიეთ ის ბლოგები და ვებ-გვერდები, რომელთა კითხვასაც აპირებთ.
ან დაასრულეთ დაუმთავრებელი საქმეები, ან გააუქმეთ, გადაიფიქრეთ მათი გაკეთება. შინაგანად უნდა იგრძნოთ, რომ ყველა საქმე დასრულებული გაქვთ, ასე ვთქვათ, „კუდები" არ მოგყვებათ.
ამრიგად, აწმყოს დალაგება ორ ძირითად მომენტს შეიცავს — ხარახურის გადაყრა ყველა დონეზე და საქმეების, მათ შორის, საინფორმაციო ნაკადის მოწესრიგება.
ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს>>
საკუთარი არხები ისე მოაწყვეთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ და ისიც — ზომიერად. ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი სამყარო.
ახალი საკუთარი თავის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გაიაზრებთ, რომ ძველი გამოცდილება ამაში ვერ დაგეხმარებათ და თქვენი მრჩეველი ვერ იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0