დუმსქროლინგი: როგორ მოქმედებს ცუდი ამბების კითხვა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე

© Pexels / Andrea Piacquadioახალგაზრდა ქალი დანაოჭებული შუბლით
ახალგაზრდა ქალი დანაოჭებული შუბლით - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
ხანდახან ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვიწყებთ ცუდი ახალი ამბების კითხვას, რომლებიც გვაკარგვინებენ ენერგიას და კარგ განწყობას. ცუდი ამბები ჯანმრთელობას აზიანებს.
დუმსქროლინგი ან დუმსერფინგი (ინგლ. Doomscrolling, doom – „ბოროტი ბედისწერა“, „დაღუპვა“ და scroll – „ფურცვლა“) ესაა ახალი ამბებით მტკივნეული დაინტერესება, სადაც ჭარბობს ცუდი სიახლეები; ნეგატიური ახალი ამბებისთვის ზედმეტი ენერგიის დახარჯვა.

დუმსქროლინგითაა შეპყრობილი უამრავი ადამიანი მსოფლიოში. ისინი უყურებენ ცუდ ამბებს ტელევიზიით, კითხულობენ ასეთ ინფორმაციებს ვებ-გვერდებსა თუ სოციალურ ქსელებში ისე, რომ ხანდახან ამისგან თვალის მოწყვეტა უჭირთ. ამის გამო, შესაძლოა, მათ ცხოვრებისადმი ინტერესიც დაკარგონ.

როგორ მოქმედებს ცუდი სიახლეების კითხვა ადამიანის ენერგეტიკასა და ჯანმრთელობაზე
ნეგატიური ახალი ამბების გავლენა ადამიანზე უკიდურესად უარყოფითია. ძალიან ძლიერი და მტკიცე ადამიანებიც კი გრძნობენ ასეთ დროს ნეგატივის მოზღვავებას. ამიტომ არ ღირს იმის წაკითხვა, რასაც თქვენი განაწყენება, იმედგაცრუება შეუძლია. ცუდი აზრები, რომლებიც ასეთი ამბების წაკითხვის შემდეგ ჩნდება, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ბიოველზე.
ეს უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის შრომისუნარიანობაზე, ყურადღებაზე, პროდუქტიულობაზე და, ზოგადად, განწყობაზე. ასევე ამან შეიძლება ძალიან უარყოფითად იმოქმედოს შემოქმედებით უნარზე, ფიზიკურ ამტანობასა და იმუნიტეტზეც კი. თუ ადამიანი ცუდ სიახლეებს იტყობს დილით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მთელი დღე ცუდად იგრძნოს თავი. თუ ძილის წინ წაიკითხავს, უძილობის საფრთხე ექმნება, ვერ დაისვენებს სათანადოდ.
ტელევიზორი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2020
ნუ დაიბინძურებთ ენერგეტიკას ტელევიზორით, მოიწყვეთ „განტვირთვის" დღეები
ცუდ ამბებს დეპრესიის გამოწვევაც შეუძლია, თუ მათ დიდი ხნის განმავლობაში, ყოველდღიურად გაეცნობით. ეს არყევს მენტალურ ჯანმრთელობას და მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს. თუ ცუდ სიახლეებს წაიკითხავთ, ამან ძალიან არ უნდა გაგიტაცოთ, ანუ „დოზირებულად“ უნდა გააკეთოთ.
როგორ ავირიდოთ თავიდან დუმსქროლინგი
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა შევწყვიტოთ ცუდი ამბების კითხვა. პრობლემა ისაა, რომ სათაურებით დახარისხება არ გამოვა, რადგან სათაურის მიხედვითაც ჩანს, რომ რაღაც ცუდი ამბავი მოხდა. აქ მხოლოდ ახალი ამბების კითხვაზე საერთოდ უარის თქმა უშველის, ყოველ შემთხვევაში, სამუშაო დღის განმავლობაში, რათა ცუდმა ამბებმა თქვენს პროდუქტიულობაზე არ მოახდინოს გავლენა.
შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ სიახლეებს ვებ-გვერდებზე, რომლებსაც ხშირად მიმართავთ. ეს ადვილი არაა, მაგრამ ცდა ღირს.
ცალკე ყურადღებაა მისაქცევი სოციალური ქსელებისთვის. თუ გიყვართ ახალი ამბების ხშირად „გადაფურცვლა“ სოციალურ ქსელებში და იქ არის წყაროები, რომლებიც უსიამოვნებების შესახებ ხშირად გთავაზობენ ინფორმაციას, გააუქმეთ მათი გამოწერა, ან იქიდან შეტყობინების მიღება და ამ გვერდებს, ჯგუფებს და ა.შ. მაშინ ეწვიეთ, როდესაც ეს თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.
თუ თავს დაღლილად გრძნობთ, ეს, შესაძლოა, თქვენი ჩვევების ბრალიც იყოს - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2016
რჩევები, რომლებიც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ
თუ არ ექცევით ადვილად შთაბეჭდილებების ქვეშ და ცუდი სიახლეების კითხვა კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ, ბიოენერგეტიკის სპეციალისტები გირჩევენ, წაიკითხოთ ასეთი ამბები, მაგრამ მაინც აჯობებს, შეამციროთ ნეგატიური ნაკადები, ანუ ნაკლებად გაეცნოთ ასეთ სიახლეებს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისეთი სოციალური ქსელები და პორტალები, სადაც კომენტარის დატოვება შეიძლება. თუნდაც ცუდი ამბავი წაიკითხოთ, ეს მხოლოდ ნახევარი უბედურებაა. არავითარ შემთხვევაში არ ჩაებათ კომენტარების დისკუსიებში. იქ ბევრია ტოქსიკური ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმას ელოდება, რომ ვინმეს განწყობა გაუფუჭოს და მას საკუთარი მოსაზრება მოახვიოს თავს. ნორმალური დიალოგი ინტერნეტში უიშვიათესი მოვლენაა.

ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ შეწყვიტოთ ცუდი სიახლეების გაგება, უბრალოდ, სიფრთხილე გმართებთ და ყველაფერი წაკითხული გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ. გახსოვდეთ, რომ ნეგატიურ სიახლეებს თქვენი ჯანმრთელობის შერყევა შეუძლია.
ყველა ახალი ამბავი
0