https://sputnik-georgia.com/20230726/----280332664.html
საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
Sputnik საქართველო
თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით წამლობები ფაროსანას გამოზამთრების ფაზის დადგომამდე გაგრძელდება. 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T12:42+0400
2023-07-26T12:42+0400
2023-07-26T18:39+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_aaeda648f8cdb98575e480af14575212.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს – საქართველოს ხუთ რეგიონში თერმული ნისლითა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით ტერიტორიების დამუშავება ხდება, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. პირველ ეტაპზე დამუშავებულია 9.443,5 ჰა ფართობი. შემდეგ ეტაპზე, ფაროსანას გავრცელების არეალის მიხედვით, სიმინდის მასივები სრულად დამუშავდება.ფერმერებმა აგროქულებით თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს>>>მავნებლის სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გადასვლის თავიდან აცილების მიზნით საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, სპეციალურად განთავსებულ სადგურებზე თერმული ნისლით წამლობა ხორციელდება. აღნიშნული ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 42.780 ჰა ფართობი.უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე და ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით მუშავდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაერთონ მავნებელთან ბრძოლის პროცესში, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, ხოლო სახლის პირობებში მავნებელი მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგურონ. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9cb06c7f4722c007ae3da30854308212.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
12:42 26.07.2023 (განახლებულია: 18:39 26.07.2023) თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით წამლობები ფაროსანას გამოზამთრების ფაზის დადგომამდე გაგრძელდება.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს – საქართველოს ხუთ რეგიონში თერმული ნისლითა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით ტერიტორიების დამუშავება ხდება, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„დასავლეთ საქართველოში – იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, თერმული ნისლის პარალელურად, საყანე ფართობების მიმდებარედ ტყის მასივებისა და ჯაგნარების ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავება დაიწყო", – ნათქვამია განცხადებაში.
პირველ ეტაპზე დამუშავებულია 9.443,5 ჰა ფართობი. შემდეგ ეტაპზე, ფაროსანას გავრცელების არეალის მიხედვით, სიმინდის მასივები სრულად დამუშავდება.
მავნებლის სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გადასვლის თავიდან აცილების მიზნით საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, სპეციალურად განთავსებულ სადგურებზე თერმული ნისლით წამლობა ხორციელდება. აღნიშნული ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 42.780 ჰა ფართობი.
უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე და ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით მუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაერთონ მავნებელთან ბრძოლის პროცესში, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, ხოლო სახლის პირობებში მავნებელი მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგურონ.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.