ფერმერებმა აგროქულებით თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს

© National Food Agency of Georgiaფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
სპეციალიზებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ქართველმა ფერმერებმა თხილის ბაღების მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ დასამუშავებლად სპეციალური საშუალებები აგროქულებით შეიძინეს. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დარიცხული სუბსიდიის ოდენობამ 14,8 მლნ ლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2022 წლის ნოემბერში საქართველოში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰა-მდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰა-ზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.

„თხილი სამეგრელოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. სახელმწიფო ყოველთვის მხარს უჭერს ფერმერებს. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, წელს ბევრად უკეთესი მოსავალი გვექნება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრისას.

სამეგრელოს რეგიონში მინისტრმა აგრომაღაზია დაათვალიერა, სადაც ფერმერებმა დაგროვილი ქულებით ბაღების დამუშავებისთვის საჭირო საშუალებები შეისყიდეს. როგორც შამუგიამ აღნიშნა, თხილის წარმოების განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მოვლილ ბაღებს, ხარისხიან მოსავალს და მეტ შემოსავალს.
ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჯამში 90 ათასზე მეტი ფერმერი ჩაერთვება. 44 ათას ჰექტარზე მეტ თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება.
ამ ეტაპზე დარიცხული ქულების ოდენობა 21,5 მილიონ ლარს აჭარბებს. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სუბსიდიას Liberty Bank-ის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით იღებენ.
თხილის ბაღების რეგისტრაცია - როგორ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა>>>
ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
მეთხილე ფერმერებს ფინანსური დახმარების მისაღებად 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოეხდინათ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. მოგვიანებით ვადა 17 თებერვლამდე გააგრძელეს.
მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც დარგის მხარდაჭერა გახდა საჭირო.
მისი თქმით, 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
თუმცა, მინისტრის თქმით, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.
ყველა ახალი ამბავი
0