https://sputnik-georgia.com/20230209/txilis-bagebis-registracia-rogor-xorcieldeba-programa-274707804.html
თხილის ბაღების რეგისტრაცია - როგორ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა
თხილის ბაღების რეგისტრაცია - როგორ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა
Sputnik საქართველო
ფერმერებს სახელმწიფო სუბსიდიების მისაღებად თხილის პლანტაციების კადასტრში რეგისტრაციის ვადა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T10:15+0400
2023-02-09T10:15+0400
2023-02-09T17:15+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388343_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_8cb4e36983ba4c238bebc20c9e747905.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 68 ათასზე მეტმა ფერმერმა დაარეგისტრირა 30 ათას ჰექტრამდე ფართობის თხილის ბაღები, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.2022 წლის ნოემბერში საქართველოში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰა-მდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰა-ზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.მეთხილე ფერმერებს ფინანსური დახმარების მისაღებად 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოეხდინათ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. მოგვიანებით ვადა 17 თებერვლამდე გააგრძელეს.საქართველოში თხილის ბაღების რეგისტრაცია გახანგრძლივდა>>>პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სუბსიდიას Liberty Bank-ის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით მიიღებენ.ქულების დარიცხვა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება. სპეციალიზებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილ თხილის კადასტრში მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.ქართველი ფერმერები აგროკრედიტით დრონისა და მეტეოსადგურის ყიდვას შეძლებენ>>>პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც დარგის მხარდაჭერა გახდა საჭირო.მისი თქმით, 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.თუმცა, მინისტრის თქმით, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388343_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_7d00de5f88f48e2cf83c12baaad970de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თხილის ბაღების რეგისტრაცია - როგორ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა
10:15 09.02.2023 (განახლებულია: 17:15 09.02.2023) ფერმერებს სახელმწიფო სუბსიდიების მისაღებად თხილის პლანტაციების კადასტრში რეგისტრაციის ვადა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 68 ათასზე მეტმა ფერმერმა დაარეგისტრირა 30 ათას ჰექტრამდე ფართობის თხილის ბაღები, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
2022 წლის ნოემბერში საქართველოში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰა-მდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰა-ზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.
მეთხილე ფერმერებს ფინანსური დახმარების მისაღებად 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოეხდინათ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. მოგვიანებით ვადა 17 თებერვლამდე გააგრძელეს.
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სუბსიდიას Liberty Bank-ის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით მიიღებენ.
ქულების დარიცხვა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება. სპეციალიზებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილ თხილის კადასტრში მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც დარგის მხარდაჭერა გახდა საჭირო.
მისი თქმით, 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
თუმცა, მინისტრის თქმით, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.