https://sputnik-georgia.com/20230129/saqartvelosi-txilis-barebis-registracia-gaxangrzlivda-274361584.html
საქართველოში თხილის ბაღების რეგისტრაცია გახანგრძლივდა
საქართველოში თხილის ბაღების რეგისტრაცია გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. 29.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-29T18:23+0400
2023-01-29T18:23+0400
2023-01-29T18:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388360_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_4ac15359b44792ea4252a924bbb012a2.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ფერმერებს სახელმწიფო სუბსიდიების მისაღებად თხილის პლანტაციების კადასტრში რეგისტრაციის ვადა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს, იუწყება სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.2022 წლის ნოემბერში საქართველოში თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰა-მდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰა-ზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.მეთხილე ფერმერებს ფინანსური დახმარების მისაღებად თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოეხდინათ.რა შემოსავალი მიიღეს ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად >>უწყების ცნობით, რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და 25 იანვრის მდგომარეობით, 26,8 ათასი ჰექტარი ფართობის თხილის ბაღებია რეგისტრირებული.პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.ქულების დარიცხვა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება. სპეციალიზებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.ქართველი ფერმერები აგროკრედიტით დრონისა და მეტეოსადგურის ყიდვას შეძლებენ >>პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც დადგა დარგის მხარდაჭერის აუცილებლობა.მისი თქმით, 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება >>თუმცა, მინისტრის თქმით, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388360_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_d1f84a52ae252b05b81fa2043d30b3fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში თხილის ბაღების რეგისტრაცია გახანგრძლივდა
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ფერმერებს სახელმწიფო სუბსიდიების მისაღებად თხილის პლანტაციების კადასტრში რეგისტრაციის ვადა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს, იუწყება სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.
2022 წლის ნოემბერში საქართველოში თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰა-მდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰა-ზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.
მეთხილე ფერმერებს ფინანსური დახმარების მისაღებად თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოეხდინათ.
უწყების ცნობით, რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და 25 იანვრის მდგომარეობით, 26,8 ათასი ჰექტარი ფართობის თხილის ბაღებია რეგისტრირებული.
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.
ქულების დარიცხვა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება. სპეციალიზებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც დადგა დარგის მხარდაჭერის აუცილებლობა.
მისი თქმით, 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
თუმცა, მინისტრის თქმით, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.