https://sputnik-georgia.com/20230113/ra-shemosavali-miiges-permerebma-vashlis-gayidvit-273903836.html
რა შემოსავალი მიიღეს ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად
რა შემოსავალი მიიღეს ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად
Sputnik საქართველო
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T14:12+0400
2023-01-13T14:12+0400
2023-01-13T19:45+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948334_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_ea8037019ccd86a246e0594ee7d32732.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, აქედან სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო.სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს.სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიდნენ.არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948334_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_097609297f9d91ea51b10dc122291927.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რა შემოსავალი მიიღეს ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად
14:12 13.01.2023 (განახლებულია: 19:45 13.01.2023) არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, აქედან სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდა მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული პროგრამა ეხმარება ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიდნენ.
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.