https://sputnik-georgia.com/20230725/rogoria-rvinis-xarisxi-saagentos-monacemebi-280286586.html
როგორია ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხი: ღვინის სააგენტოს მონაცემები
როგორია ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხი: ღვინის სააგენტოს მონაცემები
Sputnik საქართველო
სასმელების კონტროლის მიზანი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T18:03+0400
2023-07-25T18:03+0400
2023-07-25T22:01+0400
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278287685_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_6ec81219f3ae0941a108ee1f1ba4321f.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მონაცემები გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით 31 კომპანიაში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა განხორციელდა. აღებული 173 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 12 შემთხვევაში. ასევე საანგარიშო პერიოდში 44 კომპანიაში განხორციელდა ინსპექტირება, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 233 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 30 შემთხვევაში. უარი სერტიფიკატის გაცემაზე ეთქვა 12 კომპანიას. პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა>>ამას გარდა, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების SGS-ის და Bureau Veritas-ის მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირება განხორციელდა 83 კომპანიის პროდუქციაზე. აღებული 280 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 12 შემთხვევაში. სერტიფიკატი გაუუქმდა 12 კომპანიას. საანგარიშო პერიოდში საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით ჩატარდა 143 დეგუსტაცია. სულ შემოვიდა 6.274 ნიმუში, აქედან 204 ნიმუში შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი – დადებითად. ქართულ ღვინოებს ხედავთ ყველა საუკეთესო სუფრაზე მსოფლიოში: დანიაში ქართული ღვინო წარადგინეს>>უწყების ცნობით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278287685_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_4679f5070fd3e7d4d497b432b1f1e5f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
როგორია ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხი: ღვინის სააგენტოს მონაცემები
18:03 25.07.2023 (განახლებულია: 22:01 25.07.2023) სასმელების კონტროლის მიზანი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მონაცემები გამოაქვეყნა.
სააგენტოს
ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით 31 კომპანიაში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა განხორციელდა. აღებული 173 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 12 შემთხვევაში.
ასევე საანგარიშო პერიოდში 44 კომპანიაში განხორციელდა ინსპექტირება, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 233 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 30 შემთხვევაში. უარი სერტიფიკატის გაცემაზე ეთქვა 12 კომპანიას.
ამას გარდა, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების SGS-ის და Bureau Veritas-ის მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირება განხორციელდა 83 კომპანიის პროდუქციაზე. აღებული 280 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 12 შემთხვევაში. სერტიფიკატი გაუუქმდა 12 კომპანიას.
საანგარიშო პერიოდში საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით ჩატარდა 143 დეგუსტაცია. სულ შემოვიდა 6.274 ნიმუში, აქედან 204 ნიმუში შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი – დადებითად.
უწყების ცნობით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.