https://sputnik-georgia.com/20230725/memorandumi-eleqtroenergiis-miwodeba-evropasi-saqartvelos-gavlit-280291638.html
მემორანდუმი მზადაა: შეიქმნება საწარმო საქართველოდან ელექტროენერგიის ევროპაში მიწოდებისთვის
მემორანდუმი მზადაა: შეიქმნება საწარმო საქართველოდან ელექტროენერგიის ევროპაში მიწოდებისთვის
Sputnik საქართველო
ხაზი განკუთვნილია აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთში მიწოდებისთვის. 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T19:18+0400
2023-07-25T19:18+0400
2023-07-25T22:21+0400
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველო
აზერბაიჯანი
რუმინეთი
უნგრეთი
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22797/07/227970758_0:239:2793:1810_1920x0_80_0_0_a45b2ed6ddb1f6928371011ed4478d14.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი შექმნიან ერთობლივ საწარმოს, რომელიც მწვანე ელექტროენერგიას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპას მიაწვდის, განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა. აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ", რომელიც შავი ზღვის ფსკერზე 1.195 კმ სიგრძის, 1000 მგბტ ელექტროგადამცემი ხაზის Black Sea Energy გაყვანას ითვალისწინებს. მინისტრი: საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს>>ხაზი განკუთვნილია აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთში მიწოდებისთვის შემდგომი ტრანსპორტირებით უნგრეთში და ევროპის სხვა ნაწილებში. ივნისში ამ პროექტში ბულგარეთის ჩართვის გადაწყვეტილებაც მიიღეს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. ეს კაბელი ყველაზე გრძელი კაბელი იქნება მსოფლიოში. საკაბელო ხაზის გაყვანას სამი-ოთხი წელი დასჭირდება.
საქართველო
აზერბაიჯანი
რუმინეთი
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22797/07/227970758_31:0:2762:2048_1920x0_80_0_0_540b4474ece44a50d3e9d42dfea6113e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი, ეკონომიკა, ახალი ამბები
ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი, ეკონომიკა, ახალი ამბები
მემორანდუმი მზადაა: შეიქმნება საწარმო საქართველოდან ელექტროენერგიის ევროპაში მიწოდებისთვის
19:18 25.07.2023 (განახლებულია: 22:21 25.07.2023) ხაზი განკუთვნილია აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთში მიწოდებისთვის.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი შექმნიან ერთობლივ საწარმოს, რომელიც მწვანე ელექტროენერგიას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპას მიაწვდის, განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა.
„ბუქარესტში კოლეგებთან ერთად რუმინეთიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპაში მწვანე ელექტროენერგიის გადაცემის პროექტის რეალიზაციისთვის", – დაწერა შახბაზოვმა სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ", რომელიც შავი ზღვის ფსკერზე 1.195 კმ სიგრძის, 1000 მგბტ ელექტროგადამცემი ხაზის Black Sea Energy გაყვანას ითვალისწინებს.
ხაზი განკუთვნილია აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთში მიწოდებისთვის შემდგომი ტრანსპორტირებით უნგრეთში და ევროპის სხვა ნაწილებში.
ივნისში ამ პროექტში ბულგარეთის ჩართვის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. ეს კაბელი ყველაზე გრძელი კაბელი იქნება მსოფლიოში. საკაბელო ხაზის გაყვანას სამი-ოთხი წელი დასჭირდება.