https://sputnik-georgia.com/20230725/araswori-da-araetikuria-kobaxize-ass-departamentis-gancxadebaze-280288798.html
„არასწორი და არაეთიკურია" - ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე
„არასწორი და არაეთიკურია" - ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს და მისი... 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T18:22+0400
2023-07-25T18:22+0400
2023-07-25T22:07+0400
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276792769_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_662d5979a4e6166df6fc179111d07b2a.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურ კომფორტში იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, არასწორი და არაეთიკურია ამასთან დაკავშირებით დამატებითი მითითებები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსის მეტიუ მილერის განცხადების კომენტარისას. მილერმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის საქმეს და შეშფოთებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადეს, რომ სწორედ მთავრობაა პასუხისმგებელი მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც აუცილებელია მისი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რაც „არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან". აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს დაუსვეს კითხვა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების უილიამ კორტნის, იან კელის, რიჩარდ მაილსის, ჯონ ტეფტისა და კენეტ იალოვიცის 10 ივლისს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილს ციხეში პოტენციურად "გარდაუვალი სიკვდილი" ელოდება. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მას სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება. აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველი ლიდერები და ოფიციალური პირები, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან სააკაშვილის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე", შეიძლება მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცნენ. „უსუსური მცდელობა“ - კობახიძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე სააკაშვილთან დაკავშირებით>>გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილისადმი ცუდმა დამოკიდებულებამ საქართველო შეიძლება დასავლეთს დააშოროს. და თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, „სანქციები უფრო მკაცრი, ან უფრო სავარაუდო იქნება". ამის საპასუხოდ უფრო ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი ელჩების ერთობლივი განცხადება არის უსუსური მცდელობა, გადაფარონ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე ან საქართველოში სხვა კლინიკაში მკურნალობაზე უარი უთხრა. სტრასბურგის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან - თალაკვაძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე>>აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ივლისს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაციას. ამ კომპანიების დეკლარაციებში მოყვანილია, მათ შორის, შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნდა. სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე. ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. შანტაჟი და დისკრედიტაცია - ხელისუფლება დეგნანისგან განმარტებებს ელოდება>>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში". ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ. სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276792769_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ca0e3ba1591e68a63d1bc16f7823e8e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
„არასწორი და არაეთიკურია" - ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე
18:22 25.07.2023 (განახლებულია: 22:07 25.07.2023) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს და მისი ჯანმრთელობის გამო ძალზე შეშფოთებული არიან.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურ კომფორტში იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, არასწორი და არაეთიკურია ამასთან დაკავშირებით დამატებითი მითითებები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსის მეტიუ მილერის განცხადების კომენტარისას.
მილერმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის საქმეს და შეშფოთებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადეს, რომ სწორედ მთავრობაა პასუხისმგებელი მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც აუცილებელია მისი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
„წარმოუდგენელია! კაცი პატიმარია და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ იგივე ვიდეოკადრებიდან როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს როდესაც დამატებითი მინიშნებები კეთდება, უბრალოდ არასწორია, არაეთიკურიცაა", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რაც „არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან".
„კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები მაშინ, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, არის არასწორი", – აღნიშნა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს
დაუსვეს კითხვა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების უილიამ კორტნის, იან კელის, რიჩარდ მაილსის, ჯონ ტეფტისა და კენეტ იალოვიცის 10 ივლისს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილს ციხეში პოტენციურად "გარდაუვალი სიკვდილი" ელოდება. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მას სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება.
აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველი ლიდერები და ოფიციალური პირები, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან სააკაშვილის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე", შეიძლება მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცნენ.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილისადმი ცუდმა დამოკიდებულებამ საქართველო შეიძლება დასავლეთს დააშოროს. და თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, „სანქციები უფრო მკაცრი, ან უფრო სავარაუდო იქნება".
ამის საპასუხოდ უფრო ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი ელჩების ერთობლივი განცხადება არის უსუსური მცდელობა, გადაფარონ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.
ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე ან საქართველოში სხვა კლინიკაში მკურნალობაზე უარი უთხრა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ივლისს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაციას. ამ კომპანიების დეკლარაციებში მოყვანილია, მათ შორის, შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.