საიდან შემოდის საწვავი საქართველოში: ქვეყნების ტოპ-ხუთეული

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2023
გამოწერა
ექვს თვეში საქართველოში 554,2 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 6,2%-ით მეტია.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა (81,1%), ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ანგარიშში.
მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 449,5 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა.
საქართველოში საწვავის იმპორტიორების ტოპ-ხუთეული

ქვეყანა

მოცულობა, ათასი ტონა

წილი, %

რუსეთი

449,5

81,1

რუმინეთი

77,6

14,0

თურქმენეთი

11,4

2,0

აზერბაიჯანი

9,5

1,7

ბელარუსი

5,0

0,9

საქართველოში საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ასევე არიან არაბთა გაერთიანებული საამიროები, უკრაინა და ბულგარეთი, რომლებმაც ექვს თვეში საქართველოს 1,2 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი მიაწოდეს.
ექვს თვეში საქართველოში 554,2 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 6,2%-ით მეტია.
საწვავის მთლიან იმპორტში ბენზინის წილი 56,1%-ია. ამავდროულად, რეგულარის (A-91) მარკის ბენზინზე მოდის 60,9%, ხოლო პრემიუმის (A-95) წილი შეადგენს 37,1%-ს.
ყველა ახალი ამბავი
0