https://sputnik-georgia.com/20230725/-------280303687.html
ჰერჩინსკი: საქართველომ ოლიგარქებთან ბრძოლაში არასწორი მიდგომა აირჩია
ჰერჩინსკი: საქართველომ ოლიგარქებთან ბრძოლაში არასწორი მიდგომა აირჩია
Sputnik საქართველო
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T20:56+0400
2023-07-25T20:56+0400
2023-07-25T22:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277008128_0:57:2000:1182_1920x0_80_0_0_6eee318af0394cf520daf116b8036f5f.jpg
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველომ არასწორი მიდგომა აირჩია დეოლიგარქიზაციის საკითხში, რაც ძალიან მკაფიოდ არის მითითებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტიკას ელოდება, და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა დააზუსტოს, ვინ არიან ოლიგარქები. მანამდე ვენეციის კომისიამ ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, არ მიეღო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის დამუშავებული ვერსია და აღნიშნა, რომ ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლაში აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, დეოლიგარქიზაცია კომპლექსური საკითხია და აღნიშნული პრობლემა ბევრი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.„ეს არის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მდიდარი ბიზნესმენების გადაჭარბებული გავლენის საკითხი. ეს გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ეს გამოწვევა ასევე სხვა ქვეყნებშიც, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებშიც დგას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.ევროკავშირი გულწრფელად იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სწრაფად გადახედავს თავის დამოკიდებულებას და გამოიმუშავებს ხედვას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საქართველოში ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი სისტემური მიდგომით, აღნიშნა ელჩმა.დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.კორუფციასთან ბრძოლა – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მე-4 პირობის შესრულებაზე >>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. განაცხადები სამმა ქვეყანამ თითქმის ერთდროულად შეიტანა, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.კანონპროექტი დეტალებშივენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მისი პირველი დასკვნის შემდეგ გადამუშავებული ვერსიაც დაიწუნა. მასში ნათქვამია, რომ „ოლიგარქი“ არის ფიზიკური პირი, რომელიც ოთხიდან მინიმუმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში; გავლენა მედიაზე; მისი პირადი თუ კომპანიის აქტივების ოდენობა მილიონჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს.კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო – სრულფასოვანი კვლევის შემდეგ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ორი ინსტანციის სასამართლოში.კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქებს უფლება აქვთ დააფინანსონ პარტიები, საარჩევნო კამპანიები და საპროტესტო აქციები. ერთადერთი აკრძალვა ეხება მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების პროექტებში მონაწილეობას.ამასთან, სახელმწიფოს პირველ პირებს და მაღალჩინოსნებს მოეთხოვებათ ოლიგარქებთან კონტაქტის თაობაზე მოხსენება, თუმცა საუბრის არსი მხოლოდ ოლიგარქის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277008128_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f98f4c341ca6fd8f014dbbf03f03f346.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ჰერჩინსკი: საქართველომ ოლიგარქებთან ბრძოლაში არასწორი მიდგომა აირჩია
20:56 25.07.2023 (განახლებულია: 22:49 25.07.2023) დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველომ არასწორი მიდგომა აირჩია დეოლიგარქიზაციის საკითხში, რაც ძალიან მკაფიოდ არის მითითებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტიკას ელოდება, და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა დააზუსტოს, ვინ არიან ოლიგარქები. მანამდე ვენეციის კომისიამ ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, არ მიეღო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის დამუშავებული ვერსია და აღნიშნა, რომ ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლაში აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.
„ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციაში, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ საკითხებს, ძალიან გარკვევით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მიერ არჩეული მიდგომა არ არის სწორი. კომისია მიუთითებს, რომ ეს მიდგომა რეალურად შეიცავს ბევრ რისკს და ამიტომ ვენეციის კომისია სთავაზობს განსხვავებულ მიდგომას, სისტემურ მიდგომას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, დეოლიგარქიზაცია კომპლექსური საკითხია და აღნიშნული პრობლემა ბევრი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.
„ეს არის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მდიდარი ბიზნესმენების გადაჭარბებული გავლენის საკითხი. ეს გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ეს გამოწვევა ასევე სხვა ქვეყნებშიც, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებშიც დგას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირი გულწრფელად იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სწრაფად გადახედავს თავის დამოკიდებულებას და გამოიმუშავებს ხედვას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საქართველოში ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი სისტემური მიდგომით, აღნიშნა ელჩმა.
„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ პირებზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ სახელებზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა ელჩმა.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. განაცხადები სამმა ქვეყანამ თითქმის ერთდროულად შეიტანა, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მისი პირველი დასკვნის შემდეგ გადამუშავებული ვერსიაც დაიწუნა. მასში ნათქვამია, რომ „ოლიგარქი“ არის ფიზიკური პირი, რომელიც ოთხიდან მინიმუმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში; გავლენა მედიაზე; მისი პირადი თუ კომპანიის აქტივების ოდენობა მილიონჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო – სრულფასოვანი კვლევის შემდეგ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ორი ინსტანციის სასამართლოში.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქებს უფლება აქვთ დააფინანსონ პარტიები, საარჩევნო კამპანიები და საპროტესტო აქციები. ერთადერთი აკრძალვა ეხება მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების პროექტებში მონაწილეობას.
ამასთან, სახელმწიფოს პირველ პირებს და მაღალჩინოსნებს მოეთხოვებათ ოლიგარქებთან კონტაქტის თაობაზე მოხსენება, თუმცა საუბრის არსი მხოლოდ ოლიგარქის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.