https://sputnik-georgia.com/20230724/-----280251528.html
პრემიერმა ხორვატიაში საქართველოს საელჩო გახსნა
პრემიერმა ხორვატიაში საქართველოს საელჩო გახსნა
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, საელჩოს გახსნის შემდეგ ქართულ-ხორვატიული ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა. 24.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-24T23:07+0400
2023-07-24T23:07+0400
2023-07-25T00:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ევროპა
ხორვატია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280247184_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e48715e3966f4bd676c688a18fcc4a3c.jpg
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ხორვატ კოლეგა ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა „ჰერიომ” საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.პრემიერის თქმით, საელჩოს გახსნის შემდეგ ქართულ-ხორვატიული ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა. დღემდე საქართველო ხორვატიას უნგრეთიდან ფარავდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხორვატიაში პირველი ვიზიტის მსვლელობისას, ორშაბათს ქვეყანაში საქართველოს საელჩოს იხსნება. 2007–2010 წლებში ხორვატიას საბერძნეთში გახსნილი საქართველოს საელჩო ემსახურებოდა, ხოლო 2010 წლიდან – საელჩო უნგრეთში. ხორვატიასაც არა აქვს საელჩო საქართველოში – ქვეყანა საბერძნეთში საელჩოთი სარგებლობს.საქართველომ და ხორვატიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1 თებერვალს დაამყარეს
საქართველო
ევროპა
ხორვატია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280247184_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_2df0958512dac0bdce7ab3cfd88345b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპა, ხორვატია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპა, ხორვატია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
პრემიერმა ხორვატიაში საქართველოს საელჩო გახსნა
23:07 24.07.2023 (განახლებულია: 00:07 25.07.2023) პრემიერის თქმით, საელჩოს გახსნის შემდეგ ქართულ-ხორვატიული ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ხორვატ კოლეგა ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა „ჰერიომ” საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.
„დღეს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე. ამასთანავე, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი საელჩოს გახსნას და აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ელჩს კარგი გემოვნება ჰქონია, რადგან ფანტასტიკური ადგილი შეარჩია თვალწარმტაცი ხედით. ამასთანავე, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თქვენი გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საელჩოს გახსნის შემდეგ ქართულ-ხორვატიული ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა. დღემდე საქართველო ხორვატიას უნგრეთიდან ფარავდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხორვატიაში პირველი ვიზიტის მსვლელობისას, ორშაბათს ქვეყანაში საქართველოს საელჩოს იხსნება. 2007–2010 წლებში ხორვატიას საბერძნეთში გახსნილი საქართველოს საელჩო ემსახურებოდა, ხოლო 2010 წლიდან – საელჩო უნგრეთში. ხორვატიასაც არა აქვს საელჩო საქართველოში – ქვეყანა საბერძნეთში საელჩოთი სარგებლობს.
საქართველომ და ხორვატიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1 თებერვალს დაამყარეს