თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841ღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, 9 აპრილის, ასათიანის, ინგოროყვას, კრავეიშვილის, კოტეტიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, მუხაძის, აბაშიძის, ბერძენიშვილის, ტაბიძის, რაზმაძის, ცხვედაძის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, მუხაძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, ერისთავის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, საბურთალოს, პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, სანდრო ეულის, ანჯაფარიძის, იოსელიანის, დანელიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს, კამანის, ინტენსიფიკაციის, ნადარეიშვილის, დელისის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0