https://sputnik-georgia.com/20230723/23-ivliss-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-279995065.html
23 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
23 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 23 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 23.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-23T00:15+0400
2023-07-23T00:15+0400
2023-07-23T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/71/248497122_0:47:3474:2001_1920x0_80_0_0_d4ad4e79891013b7d9a97b411dad10ea.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.23 ივლისი – 2 აგვისტო23 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას შრომის, პასუხისმგებლობისა და თვითშეკონტროლის პლანეტა – სატურნი მართავს, რომელსაც სახელი ღმერთი–ტიტანის საპატივცემულოდ ეწოდა. სატურნი თავის „აღსაზრდელებს" ნამდვილი მასწავლებელივით ექცევა და მათგან მოთმინებას, შრომისმყოვარეობას მოითხოვს.მნიშვნელოვანი წლებია: 19, 39, 57, 76.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ასკილი.ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტითა და სიმტკიცით, უდრეკობით, არიან ამბიციური, ეგოისტური და ანგარიშიანი. ნაკლებად აქვთ იუმორის გრძნობა განვითარებული. თავიანთი სიძლიერის წყალობით ცხოვრებისეულ გამოცდების გატანა შეუძლიათ. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, სამყაროს თავიანთი მხრებით ზიდავენო. ანალიზისა და რაციონალური თვითშეფასების უნარი მათში სამართლიანობისა და ჭეშმარიტი ფასეულობების დაცვის გრძობებს ანვითარებს.23 ივლისს დაბადებულები23 ივლისს დაბადებულებს სამართლიანად უწოდებენ გამარჯვებულებს. თვისებები, როგორიცაა ნებისყოფა, მიზანსწრაფულობა, ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი, მათ საოცარი შედეგების მიღებაში ეხმარება. ასევე არიან წესიერი ადამიანები, მათთვის მიუღებელია სხვა ადამიანების ბედით თამაში. ამ ადამიანებს წარმატების მიღწევაში კატეგორიულობა და მაქსიმალიზმი საკმაოდ საგრძნობად უშლის ხელს, აქედან გამომდინარე, მათთვის მოქნილობის არქონა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული>>ეს ადამიანები ძალზე ერუდირებული არიან, შესწევთ უნარი, მრავალ სფეროში შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა; ანალიტიკური გონება ფართო შესაძლებლობებს აძლევს საბანკო და ფინანსურ სფეროებში საქმიანობისთვის. პირად ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწევენ, თუ გზაზე ჭკვიანი და მომთმენი, მათი სულის სიღრმეებში ჩაწვდომის უნარის მქონე ადამიანი შეხვდებათ.ამ დღეს დაბადებულები პატივისცემით ეკიდებიან ტრადიციებს. ეს ეხება ოჯახს, საზოგადოებაში ურთიერთობებს, მორალს და რანაირადაც არ უნდა წარიმართოს მათი ცხოვრება, რა სფეროშიც არ უნდა საქმიანობდნენ და რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოჩნდნენ, ისინი ამ ფასეულობების დაცვას მუდამ ცდილობენ.როგორც აღვნიშნეთ, 23 ივლისს დაბადებულები ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევიან, მათ შორის ხშირად გვხვდებიან მეცნიერები, მკვლევარები. ზოგადად, ამ ადამიანებში გონება ბატონობს ემოციებზე. ემოციები პრაქტიციზმიდან გამომდინარე ითრგუნება, ამან კი, შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ემოციური აფეთქებები, სულიერი დაავადებების განვითარება, ასევე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე მიძალება.ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ემოციური გამოვლინებების პრაგმატულ საქმიან პრაქტიკასთან კორექტირება. ეს შესაძლებელია მეგობრულ წრეში, ბავშვებთან ჰარმონიული კონტაქტებით. 23 ივლისს დაბადებულები შესანიშნავი მრჩევლები არიან ახლობლებისა და მეგობრებისთვის, მათი რჩევები გაჭირვებაში მყოფთ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ძალიან ეხმარება.შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები>>ამ დღეს დაბადებულებს ყველაზე რთული საკითხების გადაჭრაც შეუძლიათ. სირთულეების გადალახვა მათთვის ერთგვარი წვრთნა არის მომავალი წარმატებების მიღწევის გზაზე. მათთვის „ზედგამოჭრილი" პროფესიებია იურისპრუდენცია, მედიცინა, სოციალური სფერო და განსაკუთრებით – ფსიქოლოგია.ჯანმრთელობა23 ივლისს დაბადებულებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს თამბაქო, სასმელი და ნარკოტიკები, როგორც ემოციური განცდების შემსუბუქების საშუალება; ნებისმიერი მავნე ჩვევა მათთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ბუნებით გურმანები არიან და შეიძლება, კულინარიულ საქმიანობაშიც იპოვონ საკუთარი თავი. ასე შეძლებენ თავიანთი თავის რეალიზებას და ამავე დროს, საყვარელი ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭებას და იმის გააზრებას, რომ საჭირონი არიან.რჩევა:ფეხით გასეირნება, ცურვა, ჩოგბურთი, რელაქსაცია ბუნებაში დაგეხმარებათ გაიზაროთ ერთი უბრალო რამ – ცხოვრება მშვენიერია. ნუ იქნებით ძალზე კატეგორიული და მომთხოვნი სხვა ადამიანების მიმართ, ეცადეთ, მეტად მოქნილი გახდეთ სხვებთან ურთიერთობებში.
https://sputnik-georgia.com/20180722/lomi-zogadi-daxasiaTeba-leo-zodiac-241451303.html
https://sputnik-georgia.com/20211202/zodiaqos-gamousworebeli-optimistebi-262535792.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/71/248497122_372:0:3103:2048_1920x0_80_0_0_7dc71ccf1e401535d2342a21d134bcb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
23 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 23 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
23 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას შრომის, პასუხისმგებლობისა და თვითშეკონტროლის პლანეტა – სატურნი მართავს, რომელსაც სახელი ღმერთი–ტიტანის საპატივცემულოდ ეწოდა. სატურნი თავის „აღსაზრდელებს" ნამდვილი მასწავლებელივით ექცევა და მათგან მოთმინებას, შრომისმყოვარეობას მოითხოვს.
მნიშვნელოვანი წლებია: 19, 39, 57, 76.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ასკილი.
ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტითა და სიმტკიცით, უდრეკობით, არიან ამბიციური, ეგოისტური და ანგარიშიანი. ნაკლებად აქვთ იუმორის გრძნობა განვითარებული. თავიანთი სიძლიერის წყალობით ცხოვრებისეულ გამოცდების გატანა შეუძლიათ.
ასეთ ადამიანებზე ამბობენ, სამყაროს თავიანთი მხრებით ზიდავენო. ანალიზისა და რაციონალური თვითშეფასების უნარი მათში სამართლიანობისა და ჭეშმარიტი ფასეულობების დაცვის გრძობებს ანვითარებს.
23 ივლისს დაბადებულებს სამართლიანად უწოდებენ გამარჯვებულებს. თვისებები, როგორიცაა ნებისყოფა, მიზანსწრაფულობა, ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი, მათ საოცარი შედეგების მიღებაში ეხმარება. ასევე არიან წესიერი ადამიანები, მათთვის მიუღებელია სხვა ადამიანების ბედით თამაში.
ამ ადამიანებს წარმატების მიღწევაში კატეგორიულობა და მაქსიმალიზმი საკმაოდ საგრძნობად უშლის ხელს, აქედან გამომდინარე, მათთვის მოქნილობის არქონა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ეს ადამიანები ძალზე ერუდირებული არიან, შესწევთ უნარი, მრავალ სფეროში შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა; ანალიტიკური გონება ფართო შესაძლებლობებს აძლევს საბანკო და ფინანსურ სფეროებში საქმიანობისთვის.
პირად ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწევენ, თუ გზაზე ჭკვიანი და მომთმენი, მათი სულის სიღრმეებში ჩაწვდომის უნარის მქონე ადამიანი შეხვდებათ.
ამ დღეს დაბადებულები პატივისცემით ეკიდებიან ტრადიციებს. ეს ეხება ოჯახს, საზოგადოებაში ურთიერთობებს, მორალს და რანაირადაც არ უნდა წარიმართოს მათი ცხოვრება, რა სფეროშიც არ უნდა საქმიანობდნენ და რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოჩნდნენ, ისინი ამ ფასეულობების დაცვას მუდამ ცდილობენ.
როგორც აღვნიშნეთ, 23 ივლისს დაბადებულები ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევიან, მათ შორის ხშირად გვხვდებიან მეცნიერები, მკვლევარები. ზოგადად, ამ ადამიანებში გონება ბატონობს ემოციებზე. ემოციები პრაქტიციზმიდან გამომდინარე ითრგუნება, ამან კი, შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ემოციური აფეთქებები, სულიერი დაავადებების განვითარება, ასევე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე მიძალება.
ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ემოციური გამოვლინებების პრაგმატულ საქმიან პრაქტიკასთან კორექტირება. ეს შესაძლებელია მეგობრულ წრეში, ბავშვებთან ჰარმონიული კონტაქტებით. 23 ივლისს დაბადებულები შესანიშნავი მრჩევლები არიან ახლობლებისა და მეგობრებისთვის, მათი რჩევები გაჭირვებაში მყოფთ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ძალიან ეხმარება.
ამ დღეს დაბადებულებს ყველაზე რთული საკითხების გადაჭრაც შეუძლიათ. სირთულეების გადალახვა მათთვის ერთგვარი წვრთნა არის მომავალი წარმატებების მიღწევის გზაზე. მათთვის „ზედგამოჭრილი" პროფესიებია იურისპრუდენცია, მედიცინა, სოციალური სფერო და განსაკუთრებით – ფსიქოლოგია.
23 ივლისს დაბადებულებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს თამბაქო, სასმელი და ნარკოტიკები, როგორც ემოციური განცდების შემსუბუქების საშუალება; ნებისმიერი მავნე ჩვევა მათთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ბუნებით გურმანები არიან და შეიძლება, კულინარიულ საქმიანობაშიც იპოვონ საკუთარი თავი. ასე შეძლებენ თავიანთი თავის რეალიზებას და ამავე დროს, საყვარელი ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭებას და იმის გააზრებას, რომ საჭირონი არიან.
ფეხით გასეირნება, ცურვა, ჩოგბურთი, რელაქსაცია ბუნებაში დაგეხმარებათ გაიზაროთ ერთი უბრალო რამ – ცხოვრება მშვენიერია. ნუ იქნებით ძალზე კატეგორიული და მომთხოვნი სხვა ადამიანების მიმართ, ეცადეთ, მეტად მოქნილი გახდეთ სხვებთან ურთიერთობებში.