ნარკოტიკზე შემოწმება საქართველოში: რამდენი ტესტი აღმოჩნდა დადებითი

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2023
გამოწერა
ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადასტურებული შემთხვევების ორი მესამედი მოდის თბილისზე და კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებზე.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ნარკოტიკებზე 2.580 მოქალაქე შეამოწმეს და დადებითი შედეგი შემთხვევების 73,5%-ში გამოვლინდა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნარკოტესტი დადებითი 1.896 მოქალაქის შემთხვევაში აღმოჩნდა. აქედან 3 პირი იყო არასრულწლოვანი, 23 - საპენსიო ასაკის.
ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადასტურებული შემთხვევების ორი მესამედი მოდის თბილისზე და კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებზე.
ყველა ახალი ამბავი
0