რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა საქართველოში: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2023
გამოწერა
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 18 წლიდან, მოპედის - 16 წლიდან.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში მართვის მოწმობა 3.652-მა ადამიანმა აიღო, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 18 წლიდან, მოპედის - 16 წლიდან.
აქედან 80% - საქართველოს მოქალაქეები არიან. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში მართვის მოწმობა მიიღეს აშშ-ის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის და ჩინეთის მოქალაქეებმა.
ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან: რომელ მანქანებს ყიდის ქვეყანა >>>
ამ პერიოდში მართვის მოწმობა პირველად თბილისში მცხოვრებმა 76 წლის მამაკაცმა აიღო. მართვის მოწმობა აიღო 16 წლის ასაკის 25-მა ადამიანმა.
მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით არის დამტკიცებული.
მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ 365 დღის განმავლობაში შეუძლია. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში შემდეგი გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ 30 დღის შემდეგ.
რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება ემსახურება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას.
მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის პრაქტიკული ნაწილის გავლა რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ახალციხეში, ქუთაისში, საჩხერეში, ოზურგეთსა და ბათუმში შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0