მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოპოზიციის სარჩელი: სარ-ის სასამართლომ პუტინის დაპატიმრებაზე საქმის წარმოება შეწყვიტა

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2023
გამოწერა
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საქმე ქვეყნის ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ალიანსის“ მიერ წარდგენილ სარჩელზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებას მოითხოვდა, თუ ის BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდოდა რესპუბლიკაში, იუწყება „რია ნოვოსტი“.

„მხარეთა შეთანხმებით მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: დაფიქსირდა, რომ, შემდეგი ფაქტების გათვალისწინებით, საქმე განხილვას აღარ საჭიროებს“, — ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „რია ნოვოსტი“ ეყრდნობა.

მანამდე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ BRICS-ის სამიტს, რომელიც 22-24 აგვისტოს იოჰანესბურგში გაიმართება, ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერები უშუალოდ დაესწრებიან, ხოლო რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.
მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი BRICS-ის სამიტში ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სთხოვა დართოს ნება, არ დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის იოჰანესბურგში ჩავა BRICS-ის სამიტზე დასასწრებად. რამაფოსას თქმით, პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.
საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე ორდერი მიმდინარე წლის მარტში გასცა. ქვეყნები, რომლებსაც რომის სტატუტზე აქვთ ხელი მოწერილი, ვალდებული არიან, შეასრულონ ICC-ის გადაწყვეტილება და დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე შევა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მათ რიცხვშია.
ყველა ახალი ამბავი
0