https://sputnik-georgia.com/20230719/ramafosa-icc-putinis-ardapatimrebis-nebartva-279738435.html
რამაფოსა ICC-ს სთხოვს ნებართვას, არ დააპატიმროს პუტინი
რამაფოსა ICC-ს სთხოვს ნებართვას, არ დააპატიმროს პუტინი
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სთხოვს, დართოს ნება, არ დააპატიმროს... 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T10:16+0400
2023-07-19T10:16+0400
2023-07-19T17:16+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
რუსეთი
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279738264_0:129:3182:1919_1920x0_80_0_0_3ea86cccacc6dff166a330dd60928ada.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სთხოვს, დართოს ნება, არ დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის იოჰანესბურგში ჩავა BRICS-ის სამიტზე დასასწრებად, იუწყება სააგენტო Reuters.გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ICC-ს ამგვარი თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყნის ოპოზიციურმა პარტია „დემოკრატიულმა ალიანსმა“, იმისათვის, რომ ხელისუფლებას ვლადიმირ პუტინის დაპატიმრება აიძულოს, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.რამაფოსას თქმით, პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.როგორც მან განმარტა, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაიწყო კონსულტაციები ICC-სთან, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე ორდერი მიმდინარე წლის მარტში გასცა. ქვეყნები, რომლებსაც რომის სტატუტზე აქვთ ხელი მოწერილი, ვალდებული არიან შეასრულონ ICC-ის გადაწყვეტილება და დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე შევა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მათ რიცხვშია.ამასთან კრემლში აცხადებენ, რომ იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტში ვლადიმირ პუტინის მონაწილეობის ფორმატი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.მანამდე, ივნისის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის მთავრობის წარმომადგენლებმა მოუწოდეს პრეზიდენტ რამაფოსას, რომ BRICS-ის სამიტი ჩინეთში გადაეტანა, რათა ქვეყანას საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერთან დაკავშირებული დილემა თავიდან აეცილებინა. BRICS-ის სამიტის ჩატარება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.წყარო: Reuters
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279738264_226:0:2957:2048_1920x0_80_0_0_4de2458aca83b4ce2cf236589ad6f145.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რუსეთი, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რუსეთი, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ვლადიმირ პუტინი
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სთხოვს, დართოს ნება, არ დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის იოჰანესბურგში ჩავა BRICS-ის სამიტზე დასასწრებად, იუწყება სააგენტო Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ICC-ს ამგვარი თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყნის ოპოზიციურმა პარტია „დემოკრატიულმა ალიანსმა“, იმისათვის, რომ ხელისუფლებას ვლადიმირ პუტინის დაპატიმრება აიძულოს, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
რამაფოსას თქმით, პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.
„სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აქვს აშკარა პრობლემები პრეზიდენტ პუტინის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით. რუსეთმა ცხადად მიგვანიშნა, რომ მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის დაპატიმრება ომის გამოცხადება იქნება“, — ნათქვამია რამაფოსას განცხადებაში.
როგორც მან განმარტა, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაიწყო კონსულტაციები ICC-სთან, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე ორდერი მიმდინარე წლის მარტში გასცა. ქვეყნები, რომლებსაც რომის სტატუტზე აქვთ ხელი მოწერილი, ვალდებული არიან შეასრულონ ICC-ის გადაწყვეტილება და დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე შევა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მათ რიცხვშია.
ამასთან კრემლში აცხადებენ, რომ იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტში ვლადიმირ პუტინის მონაწილეობის ფორმატი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
მანამდე, ივნისის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის მთავრობის წარმომადგენლებმა
მოუწოდეს პრეზიდენტ რამაფოსას, რომ BRICS-ის სამიტი ჩინეთში გადაეტანა, რათა ქვეყანას საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერთან დაკავშირებული დილემა თავიდან აეცილებინა.
BRICS-ის სამიტის ჩატარება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.