https://sputnik-georgia.com/20230601/icc-brics-samiti-samxret-afrikis-respublikasi-278186536.html
მიზეზი - ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე: BRICS-ის სამიტი შესაძლოა ჩინეთში გადაიტანონ
მიზეზი - ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე: BRICS-ის სამიტი შესაძლოა ჩინეთში გადაიტანონ
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები მოუწოდებენ პრეზიდენტს, გადაიტანოს BRICS-ის მომავალი სამიტი... 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T09:13+0400
2023-06-01T09:13+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
brics
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ახალი ამბები
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1b/267901506_0:0:3131:1762_1920x0_80_0_0_a5f5f6ec41d43b91b64fb598c971da70.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები მოუწოდებენ პრეზიდენტს, გადაიტანოს BRICS-ის მომავალი სამიტი ჩინეთში, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) ორდერთან დაკავშირებული დილემა, რომელიც ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებას ითვალისწინებს, იუწყება The Telegraph.BRICS-ის სამიტის ჩატარება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.გამოცემის ცნობით, აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ANC) წამყვან პოლიტიკოსებს სურთ, რომ პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ თავი აარიდოს რუსეთის ლიდერის მასპინძლობას იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი ქვეყნის პოზიცია ისედაც ზიანს აყენებს მის ეკონომიკას.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას რატიფიცირებული აქვს ICC-ს რომის სტატუტი, რომლის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებული არიან, გადასცენ ICC-ს ის პირები, რომლებზეც სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. როგორც რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნალედი პანდორმა განაცხადა 31 მაისს, BRICS-ის შეხვედრების მონაწილეთა დიპლომატიური იმუნიტეტი საერთაშორისო ტრიბუნალების მიერ გაცემულ ორდერებზე არ ვრცელდება.როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლში იმედი აქვთ, რომ BRICS-ის ქვეყნები არ იხელმძღვანელებენ ICC-ის „ესოდენ უკანონო გადაწყვეტილებით“.წყარო: The Telegraph
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1b/267901506_391:0:3122:2048_1920x0_80_0_0_860f545c7210c2c2d670cfb69fda50aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, brics , icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ახალი ამბები, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, brics , icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ახალი ამბები, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები მოუწოდებენ პრეზიდენტს, გადაიტანოს BRICS-ის მომავალი სამიტი ჩინეთში, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) ორდერთან დაკავშირებული დილემა, რომელიც ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებას ითვალისწინებს, იუწყება The Telegraph.
BRICS-ის სამიტის ჩატარება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.
გამოცემის ცნობით, აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ANC) წამყვან პოლიტიკოსებს სურთ, რომ პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ თავი აარიდოს რუსეთის ლიდერის მასპინძლობას იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი ქვეყნის პოზიცია ისედაც ზიანს აყენებს მის ეკონომიკას.
„იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ყურს დაუგდებს ჩვენს შიშებს და ჩინეთს მიმართავს. ეს საკითხი ბევრს აწუხებს, მათ შორის, მთავრობის მაღალი რანგის წევრებს“, — განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წყარომ.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას რატიფიცირებული აქვს ICC-ს რომის სტატუტი, რომლის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებული არიან, გადასცენ ICC-ს ის პირები, რომლებზეც სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. როგორც რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნალედი პანდორმა განაცხადა 31 მაისს, BRICS-ის შეხვედრების მონაწილეთა დიპლომატიური იმუნიტეტი საერთაშორისო ტრიბუნალების მიერ გაცემულ ორდერებზე არ ვრცელდება.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლში იმედი აქვთ, რომ BRICS-ის ქვეყნები არ იხელმძღვანელებენ ICC-ის „ესოდენ უკანონო გადაწყვეტილებით“.