https://sputnik-georgia.com/20230721/rtvelis-subsidireba-welsac-gagrzeldeba-280030957.html
რთვლის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება
რთვლის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რთვლის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს... 21.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-21T21:09+0400
2023-07-21T21:09+0400
2023-07-21T23:20+0400
საქართველოს მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863035_0:253:3078:1984_1920x0_80_0_0_72f31f7c3e3ec98e28b538fa63132254.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რთვლის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ, და „მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს“.ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ერთ კილოგრამ ყურძენზე 20 თეთრ სუბსიდიას გასცემს და კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება.შეხვედრაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამაც, რომლის თქმით, ქვეყანაში ღვინის ექსპორტი იზრდება, რის პარალელურადაც იმატებს მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზე.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კლიმატური პირობების გამო წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი შესაძლოა არასათანადო ხარისხის იყოს, თუმცა სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863035_344:0:3075:2048_1920x0_80_0_0_91bfd497d29d3113aca1e849f940549a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
რთვლის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება
21:09 21.07.2023 (განახლებულია: 23:20 21.07.2023) თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რთვლის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ, და „მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს“.
ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ერთ კილოგრამ ყურძენზე 20 თეთრ სუბსიდიას გასცემს და კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება.
შეხვედრაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამაც, რომლის თქმით, ქვეყანაში ღვინის ექსპორტი იზრდება, რის პარალელურადაც იმატებს მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზე.
„შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც ექვს თვეში ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის — 103 მილიონი ლიტრი, 252 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც“, — განაცხადა შამუგიამ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კლიმატური პირობების გამო წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი შესაძლოა არასათანადო ხარისხის იყოს, თუმცა სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.