https://sputnik-georgia.com/20230721/-19--------280020611.html
ქობულეთში 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დიდ ბრიტანეთში დააკავეს
ქობულეთში 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დიდ ბრიტანეთში დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულს საქართველოს გადმოსცემენ. ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. 21.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-21T16:38+0400
2023-07-21T16:38+0400
2023-07-21T22:05+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი დიდ ბრიტანეთში დააკავეს, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული პირი 16 ივლისს დააკავეს. მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ახალი დეტალები: სავარაუდო დამნაშავემ საქართველო უკვე დატოვა>>>გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის 18 მაისს გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მეგობრის საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2003 წელს დაბადებულმა პირმა მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა და თანმხლებმა ორმა პირმა ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო კიდევ ორი ახალგაზრდა, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.უშუალოდ მკვლელობის ჩამდენმა პირმა ქვეყანა მომხდარი ფაქტიდან მალევე დატოვა. მას ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა.ამჟამად ბრალდებულის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ქობულეთში 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დიდ ბრიტანეთში დააკავეს
16:38 21.07.2023 (განახლებულია: 22:05 21.07.2023) დაკავებულს საქართველოს გადმოსცემენ. ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი დიდ ბრიტანეთში დააკავეს, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული პირი 16 ივლისს დააკავეს. მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის 18 მაისს გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მეგობრის საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2003 წელს დაბადებულმა პირმა მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა და თანმხლებმა ორმა პირმა ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო კიდევ ორი ახალგაზრდა, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
უშუალოდ მკვლელობის ჩამდენმა პირმა ქვეყანა მომხდარი ფაქტიდან მალევე დატოვა.
მას ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
ამჟამად ბრალდებულის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.