https://sputnik-georgia.com/20230720/---12-------279971801.html
მისაღები გამოცდების მე-12 დღე - რა ჩააბარეს აბიტურიენტებმა
მისაღები გამოცდების მე-12 დღე - რა ჩააბარეს აბიტურიენტებმა
Sputnik საქართველო
წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. 20.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-20T21:07+0400
2023-07-20T21:07+0400
2023-07-20T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181562_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_4b008fac3d9dec44fa1d03d2abcf4980.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოში აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-12 დღეს ჩააბარეს ქიმიის გამოცდა და ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა, იუწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.დღეს სესიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 91% მივიდა, ერთმა ადამიანმა დააგვიანა.21 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდა ჩატარდება.წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, ყველა მათგანი კონდიციონერებითა და სხვა სათანადო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი.წელს საგამოცდო ცენტრი პირველად გაიხსნა რაჭაში, სადაც სესიას დაახლოებით 120 აბიტურიენტი აბარებს.იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181562_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_e5dfe10823d1df8d4e2f3f475f0d4a82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება
მისაღები გამოცდების მე-12 დღე - რა ჩააბარეს აბიტურიენტებმა
21:07 20.07.2023 (განახლებულია: 22:20 20.07.2023) წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოში აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-12 დღეს ჩააბარეს ქიმიის გამოცდა და ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა, იუწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.
დღეს სესიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 91% მივიდა, ერთმა ადამიანმა დააგვიანა.
21 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდა ჩატარდება.
წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, ყველა მათგანი კონდიციონერებითა და სხვა სათანადო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი.
წელს საგამოცდო ცენტრი პირველად გაიხსნა რაჭაში, სადაც სესიას დაახლოებით 120 აბიტურიენტი აბარებს.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.