https://sputnik-georgia.com/20230719/------279755396.html
აჭარაში საზკვების ობიექტების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს
აჭარაში საზკვების ობიექტების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ „ცხელ ხაზზე" – 15-01, განაცხადეს უწყებაში. 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T18:00+0400
2023-07-19T18:00+0400
2023-07-19T21:52+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279754541_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_fd75b0bdf40b91726f96607fbee4e4b1.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აჭარის ზღვისპირა კურორტებზე 210 საზოგადოებრივი კვების ობიექტი შეამოწმეს, აქედან კრიტიკული შეუსაბამობები 15-ში დაფიქსირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ასევე ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები.დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ „ცხელ ხაზზე" – 15-01, განაცხადეს უწყებაში.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279754541_57:0:1801:1308_1920x0_80_0_0_e8e4ec79d685ad821f31241efee2a799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარა , ახალი ამბები
აჭარაში საზკვების ობიექტების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს
18:00 19.07.2023 (განახლებულია: 21:52 19.07.2023) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ „ცხელ ხაზზე" – 15-01, განაცხადეს უწყებაში.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აჭარის ზღვისპირა კურორტებზე 210 საზოგადოებრივი კვების ობიექტი შეამოწმეს, აქედან კრიტიკული შეუსაბამობები 15-ში დაფიქსირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.
„აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში შემოწმდა 210-მდე ბიზნეს-ოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე", – ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ასევე ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ „ცხელ ხაზზე" – 15-01, განაცხადეს უწყებაში.