https://sputnik-georgia.com/20230718/marcvleulis-garigeba-peskovma-evrokavsiris-pozicia-seafasa-279675538.html
ეს უსინდისობაა: პესკოვმა ევროკავშირის პოზიცია შეაფასა
ეს უსინდისობაა: პესკოვმა ევროკავშირის პოზიცია შეაფასა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები უსინდისოდ მოიქცნენ, როდესაც უარი თქვეს შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგების პირობების შესრულებაზე... 18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T16:38+0400
2023-07-18T16:38+0400
2023-07-18T20:57+0400
რუსეთი
მარცვლეულის გარიგება
აშშ
ევროკავშირი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261445345_0:69:1658:1003_1920x0_80_0_0_045323addc161fb63195917a0f71426e.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები უსინდისოდ მოიქცნენ, როდესაც უარი თქვეს შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგების პირობების შესრულებაზე, უთხრა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.მანამდე ბლინკენმა განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის სურსათის მიწოდების შეწყვეტასა და მარცვლეულზე ფასის პოტენციურ ზრდაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.როგორც პესკოვმა აღნიშნა, კრემლი კატეგორიულად არ ეთანხმება ამერიკელი დიპლომატის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ კიევი „მარცვლეულის გარიგების ზონას საბრძოლო მიზნებით იყენებდა“.გარდა ამისა, კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გარეშე მარცვლეულის გარიგების განახლებას, რის თაობაზეც კიევმა ანკარას მიმართა, უსაფრთხოების რისკები ახლავს. მისი თქმით, კრემლში არ იციან, რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკების საკუთარ თავზე ასაღებად. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი-გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.ვლადიმირ პუტინმა ამ შეთანხმებას ცალ კარში თამაში უწოდა, ვინაიდან „რუსეთისთვის არაფერი გაკეთებულა“. თუმცა, როგორც დმიტრი პესკოვმა განაცხადა, მოსკოვი მზად არის დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს გარიგებას, როგორც კი მემორანდუმში მითითებული პუნქტები შესრულდება.
აშშ
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261445345_243:63:1658:1124_1920x0_80_0_0_d47e783936f8613e28a64c3c4e07a1a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, აშშ , ევროკავშირი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, აშშ , ევროკავშირი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები უსინდისოდ მოიქცნენ, როდესაც უარი თქვეს შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგების პირობების შესრულებაზე, უთხრა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
„რუსეთმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და რამდენჯერმე გაახანგრძლივა ეს გარიგება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ ამ გარიგების პირობები არ შესრულებულა. და ასეთ შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოების პოზიციას უსინდისო უნდა ეწოდოს“, — აღნიშნა მან კითხვაზე პასუხად, თუ როგორია კრემლის დამოკიდებულება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადების მიმართ.
მანამდე ბლინკენმა განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის სურსათის მიწოდების შეწყვეტასა და მარცვლეულზე ფასის პოტენციურ ზრდაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, კრემლი კატეგორიულად არ ეთანხმება ამერიკელი დიპლომატის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ კიევი „მარცვლეულის გარიგების ზონას საბრძოლო მიზნებით იყენებდა“.
გარდა ამისა, კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გარეშე მარცვლეულის გარიგების განახლებას, რის თაობაზეც კიევმა ანკარას მიმართა, უსაფრთხოების რისკები ახლავს. მისი თქმით, კრემლში არ იციან, რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკების საკუთარ თავზე ასაღებად.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი-გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.
ვლადიმირ პუტინმა ამ შეთანხმებას ცალ კარში თამაში უწოდა, ვინაიდან „რუსეთისთვის არაფერი გაკეთებულა“. თუმცა, როგორც დმიტრი პესკოვმა განაცხადა, მოსკოვი მზად არის დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს გარიგებას, როგორც კი მემორანდუმში მითითებული პუნქტები შესრულდება.