https://sputnik-georgia.com/20230718/-------279734435.html
ქადაგიშვილი: მთავარი პრობლემა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში - სააკაშვილია
ქადაგიშვილი: მთავარი პრობლემა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში - სააკაშვილია
Sputnik საქართველო
სააკაშვილი საქართველოში სწორედ იმიტომ შემოაგზავნეს, რომ ქვეყანა მეორე ფრონტის ადგილად ქცეულიყო, განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ 18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T23:46+0400
2023-07-18T23:46+0400
2023-07-19T01:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275092474_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4a49be999448d879eba1d6db91f01d77.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და უკრაინის მთავარი პრობლემა, რომელიც მათ ასეთ ნეგატიურ კონტექსტში აკავშირებს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, - განაცხადა პარლამენტის პროცედურულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში თანამდებობრივი დანაშაულების გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, არაერთხელ გამხდარა თბილისსა და კიევს შორის უთანხმოების მიზეზი, რაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაძევების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.კიევის მოწოდებები„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, კიევმა არაერთხელ ითხოვა საომარი მოქმედებების დაწყება იმ მოტივით, რომ რუსეთის ჯარები კონცენტრირებული არიან უკრაინაში.„აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების“ მოწოდებებით გამოვიდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლები მიხაილ პოდოლიაკი და ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც მაშინ ამ თანამდებობას იკავებდა, ასევე დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. თავად ზელენსკიმაც მსგავსი განცხადება გააკეთა და ლამის თბილისს ამ მიწების დაბრუნებას შეპირდა.თალაკვაძე: არახამიამ ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა >>იმავდროულად, წინა დღეს პოდოლიაკმა ქართულ ოპოზიციურ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არასოდეს მოუწოდებია საქართველოსთვის ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისკენ. პოდოლიაკმა „ქართული ოცნების“ ლიდერების მსგავს განცხადებებს სიცრუე უწოდა. საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მაცხოვრებლებს კარგად ახსოვს, რისკენ მოუწოდებდა უკრაინის ხელისუფლება ქვეყანას.ხოლო ქართული წარმოშობის უკრაინელმა პოლიტიკოსმა, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ 2023 წლის მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია უხელმძღვანელებს.„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „სამწუხაროა რომ უკრაინის, იმ ქვეყანის, სადაც უმძიმესი კონფლიქტი მიმდინარეობს, მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწე „პოულობს დროს საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარის გასაკეთებლად და ასე აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ საქმეებში“.საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, ასევე იცავენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275092474_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_acb3c108405d08b6a89a986d66c7e512.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ქადაგიშვილი: მთავარი პრობლემა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში - სააკაშვილია
23:46 18.07.2023 (განახლებულია: 01:41 19.07.2023) სააკაშვილი საქართველოში სწორედ იმიტომ შემოაგზავნეს, რომ ქვეყანა მეორე ფრონტის ადგილად ქცეულიყო, განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და უკრაინის მთავარი პრობლემა, რომელიც მათ ასეთ ნეგატიურ კონტექსტში აკავშირებს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, - განაცხადა პარლამენტის პროცედურულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში თანამდებობრივი დანაშაულების გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, არაერთხელ გამხდარა თბილისსა და კიევს შორის უთანხმოების მიზეზი, რაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაძევების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.
„საქართველოსა და უკრაინის მთავარი პრობლემა, რაც ასეთ ნეგატიურ კონტექსტში აკავშირებს, არის ის, რომ სააკაშვილი და მისი კლიენტურა მაღალ თანამდებობებზე ტყუილად არ ჰყავდათ შეფარებული. სააკაშვილი საქართველოში სწორედ იმიტომ შემოაგზავნეს, რომ მეორე ფრონტის ადგილი ყოფილიყო. მათი გეგმა ვერ შესრულდა, მაგრამ შურისძიების რეჟიმში არიან საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, კიევმა არაერთხელ ითხოვა საომარი მოქმედებების დაწყება იმ მოტივით, რომ რუსეთის ჯარები კონცენტრირებული არიან უკრაინაში.
„აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების“ მოწოდებებით გამოვიდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლები მიხაილ პოდოლიაკი და ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც მაშინ ამ თანამდებობას იკავებდა, ასევე დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. თავად ზელენსკიმაც მსგავსი განცხადება გააკეთა და ლამის თბილისს ამ მიწების დაბრუნებას შეპირდა.
იმავდროულად, წინა დღეს პოდოლიაკმა ქართულ ოპოზიციურ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არასოდეს მოუწოდებია საქართველოსთვის ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისკენ. პოდოლიაკმა „ქართული ოცნების“ ლიდერების მსგავს განცხადებებს სიცრუე უწოდა. საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მაცხოვრებლებს კარგად ახსოვს, რისკენ მოუწოდებდა უკრაინის ხელისუფლება ქვეყანას.
ხოლო ქართული წარმოშობის უკრაინელმა პოლიტიკოსმა, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ 2023 წლის მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია უხელმძღვანელებს.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „სამწუხაროა რომ უკრაინის, იმ ქვეყანის, სადაც უმძიმესი კონფლიქტი მიმდინარეობს, მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწე „პოულობს დროს საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარის გასაკეთებლად და ასე აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ საქმეებში“.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, ასევე იცავენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.