https://sputnik-georgia.com/20230718/---------279695615.html
„სულ მცირე, უზრდელია“ - საქართველოში ევროდეპუტატის განცხადებას გამოეხმაურნენ
„სულ მცირე, უზრდელია“ - საქართველოში ევროდეპუტატის განცხადებას გამოეხმაურნენ
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტიკური ბანდა“ უწოდა. 18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T18:38+0400
2023-07-18T18:38+0400
2023-07-18T21:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279688759_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_9b4e1547bf05cf97febd710ac3e7a4c8.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ევროპარლამენტის ლიეტუველი დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი, სულ მცირე, უზრდელი ადამიანია, რომელიც თავად არის გარკვეული ბანდის ინტერესების გამტარებელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტიკური ბანდა" უწოდა. ეს იყო საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებაზე პასუხი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსში ნატოს სამიტის შემდეგ გააკეთა. თუ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, მაშინ რისთვის სჭირდება ნატოში გაწევრიანება, განაცხადა საქართველოს პრემიერმა.აუსტრევიჩუსმა კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში, ისე, რომ ამ კოლექტიური უსაფრთხოებით დაცული თავად არასდროს იყო, არანაკლები როლი აქვს შეტანილი, შეიძლება, სადღაც უფრო მეტიც, ვიდრე მის ქვეყანას, აღნიშნა პოლიტიკოსმა.„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარს ოპოზიციის ლობირებაში ადანაშაულებს >>საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა მანამდე განაცხადა, რომ ლიეტუველი ევროდეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი პირდაპირ არის შემჩნეული „რადიკალური ოპოზიციის" ლობირებაში, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანა პოლიგონად გადაიქცეს.უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო იხელმძღვანელებს მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამასთან პროდასავლურ პოლიტიკას გაჰყვება. ოპოზიციის ნაწილი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალა რუსეთის სასარგებლოდ.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279688759_11:0:900:667_1920x0_80_0_0_2fed90d0fcf584f8b8a98a1283cbdfe1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ევროპარლამენტი
„სულ მცირე, უზრდელია“ - საქართველოში ევროდეპუტატის განცხადებას გამოეხმაურნენ
18:38 18.07.2023 (განახლებულია: 21:47 18.07.2023) ევროპარლამენტის დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტიკური ბანდა“ უწოდა.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ევროპარლამენტის ლიეტუველი დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი, სულ მცირე, უზრდელი ადამიანია, რომელიც თავად არის გარკვეული ბანდის ინტერესების გამტარებელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტიკური ბანდა" უწოდა. ეს იყო საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებაზე პასუხი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსში ნატოს სამიტის შემდეგ გააკეთა. თუ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, მაშინ რისთვის სჭირდება ნატოში გაწევრიანება, განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
„რა ენითაც საუბრობს, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მას პოლიტიკასთან კი არ აქვს საერთო, ის მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია, თუ მაინცდამაინც ბანდაზე აქვს ლაპარაკი... აუსტრევიჩუსი, სულ მცირე, უზრდელია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
აუსტრევიჩუსმა კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში, ისე, რომ ამ კოლექტიური უსაფრთხოებით დაცული თავად არასდროს იყო, არანაკლები როლი აქვს შეტანილი, შეიძლება, სადღაც უფრო მეტიც, ვიდრე მის ქვეყანას, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა მანამდე განაცხადა, რომ ლიეტუველი ევროდეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი პირდაპირ არის შემჩნეული „რადიკალური ოპოზიციის" ლობირებაში, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანა პოლიგონად გადაიქცეს.
უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო იხელმძღვანელებს მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამასთან პროდასავლურ პოლიტიკას გაჰყვება. ოპოზიციის ნაწილი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალა რუსეთის სასარგებლოდ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.