„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის დეპუტატს ოპოზიციის ლობირებაში ადანაშაულებს

© Lietuvos Respublikos Seimasევროდეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი
ევროდეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი  - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2023
გამოწერა
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ევროპარლამენტის ლიეტუველი დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი პირდაპირ არის შემჩნეული „რადიკალური ოპოზიციის" ლობირებაში, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანა პოლიგონად გადაიქცეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტიკური ბანდა" უწოდა. ეს იყო საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებაზე პასუხი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსში ნატოს სამიტის შემდეგ გააკეთა. თუ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, მაშინ რისთვის სჭირდება ნატოში გაწევრიანება, განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

„საკითხავია, რა წარმოადგენს მის მთავარ მიზანს – მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეყრდნობა ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს, თუ მხარი დაუჭიროს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ რევანშზეა ორიენტირებული და რომლის პირობებშიც საქართველო დღეს ელემენტარულად გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად?“ – განაცხადა ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო იხელმძღვანელებს მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამასთან პროდასავლურ პოლიტიკას გაჰყვება. ოპოზიციის ნაწილი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალა რუსეთის სასარგებლოდ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
ყველა ახალი ამბავი
0