https://sputnik-georgia.com/20230718/----------279728420.html
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო - ელჩის კომენტარი
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო - ელჩის კომენტარი
Sputnik საქართველო
ელჩმა განაცხადა, რომ ბელგიის გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით გავლენას არ მოახდენს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე. 18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T19:41+0400
2023-07-18T19:41+0400
2023-07-18T22:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ბელგია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271869555_0:0:3003:1689_1920x0_80_0_0_2734582983024ff7d2ea505dd2a83a19.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ბელგიის გადაწყვეტილება უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღების შესახებ შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ ტექნიკურ ან სტატისტიკურ მონაცემებთან, განაცხადა ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა.10 ივლისს ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის გენერალური კომისრის ვებ-გვერდზე მოქალაქეობის არმქონე პირების განახლებულ სიაში საქართველო აღარ ფიგურირებს და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება კომისრის თვალსაზრისს და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ქართულ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება გამოიწვიოს.ევროკავშირის სახელმწიფოებიდან 16-ს საქართველო აღიარებული ჰყავს როგორც უსაფრთხო ქვეყანა, აღნიშნა მან.ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება - გია ვოლსკის პასუხი >>ელჩის განცხადებით, 2022 წელს პანდემიის შემდეგ საქართველოში შეინიშნებოდა მოქალაქეების მობილობის გარკვეული ზრდა, რომელიც ახლა შემცირდა.„აქვე დავამატებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის კლება. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მიდის შიდა კომუნიკაცია ბელგიის უწყებებს შორის და, ალბათ, უახლოეს მომავალში ბელგიური მხარე დააზუსტებს კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკურ და სტატისტიკურ მიზეზებს“, – აღნიშნა ელჩმა.მისი თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა, სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად იქნას რაიმე გადაწყვეტილება მიღებული.რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა, განაცხადა მახარობლიშვილმა.მანამდე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ბელგიის გადაწყვეტილება უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღების შესახებ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არ შეეხება, ბელგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი თავისი შინაარსით პოლიტიკურია.თავის მხრივ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ბელგიურ მხარესთან ერთად მუშაობს მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუ რატომ ამოიღო ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან.ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.საქართველოს პასპორტი მსოფლიოს 106 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა.
საქართველო
ბელგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271869555_77:0:2808:2048_1920x0_80_0_0_a2fe1a02a469d005c8346b1fbf1ca00a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ბელგია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ბელგია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო - ელჩის კომენტარი
19:41 18.07.2023 (განახლებულია: 22:15 18.07.2023) ელჩმა განაცხადა, რომ ბელგიის გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით გავლენას არ მოახდენს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ბელგიის გადაწყვეტილება უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღების შესახებ შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ ტექნიკურ ან სტატისტიკურ მონაცემებთან, განაცხადა ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
10 ივლისს ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის გენერალური კომისრის ვებ-გვერდზე მოქალაქეობის არმქონე პირების განახლებულ სიაში საქართველო აღარ ფიგურირებს და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება კომისრის თვალსაზრისს და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ქართულ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება გამოიწვიოს.
„ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მათი ძალიან ღია რეკომენდაცია და პოზიცია არის დადებითი, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და დავაზუსტებთ, რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. შეიძლება ეს ყოფილიყო რაიმე ტექნიკური ან სტატისტიკური მიზეზი“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
ევროკავშირის სახელმწიფოებიდან 16-ს საქართველო აღიარებული ჰყავს როგორც უსაფრთხო ქვეყანა, აღნიშნა მან.
ელჩის განცხადებით, 2022 წელს პანდემიის შემდეგ საქართველოში შეინიშნებოდა მოქალაქეების მობილობის გარკვეული ზრდა, რომელიც ახლა შემცირდა.
„აქვე დავამატებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის კლება. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მიდის შიდა კომუნიკაცია ბელგიის უწყებებს შორის და, ალბათ, უახლოეს მომავალში ბელგიური მხარე დააზუსტებს კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკურ და სტატისტიკურ მიზეზებს“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა, სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად იქნას რაიმე გადაწყვეტილება მიღებული.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა, განაცხადა მახარობლიშვილმა.
მანამდე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ბელგიის გადაწყვეტილება უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღების შესახებ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არ შეეხება, ბელგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი თავისი შინაარსით პოლიტიკურია.
თავის მხრივ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ბელგიურ მხარესთან ერთად მუშაობს მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუ რატომ ამოიღო ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
საქართველოს პასპორტი მსოფლიოს 106 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა.