https://sputnik-georgia.com/20230718/----------279675360.html
შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს - მონაცემები განახლდა
შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T16:21+0400
2023-07-18T16:21+0400
2023-07-18T20:55+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23725/99/237259962_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_272aab1af39e4e356458bb8797c96fae.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. წყლის სინჯები, რომელიც საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში 6 და 10 ივლისს აიღეს, 59 პარამეტრით ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.ზღვის სეზონის დაწყებიდან სააგენტოს სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა, მათ დაემატა 3 პუნქტი ანაკლია–განმუხურის ტერიტორიაზე. სააგენტოს განმარტებით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის შედეგად განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.აბსოლუტური აბსურდი: სპეციალისტი საქართველოს სანაპიროებზე ზღვის წყლის შესაძლო დაბინძურებაზე>>>აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.მიღებული მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან.ივნისში აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23725/99/237259962_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_0bf6af72bd3ecd66fb6d850cd9e44dba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს - მონაცემები განახლდა
16:21 18.07.2023 (განახლებულია: 20:55 18.07.2023) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. წყლის სინჯები, რომელიც საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში 6 და 10 ივლისს აიღეს, 59 პარამეტრით ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ზღვის სეზონის დაწყებიდან სააგენტოს სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა, მათ დაემატა 3 პუნქტი ანაკლია–განმუხურის ტერიტორიაზე.
სააგენტოს განმარტებით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის შედეგად განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
მიღებული მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან.
ივნისში აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.