https://sputnik-georgia.com/20230713/usafrtxoa-tu-ara-curva-specialistis-ganmarteba-279510965.html
აბსოლუტური აბსურდი: სპეციალისტი საქართველოს სანაპიროებზე ზღვის წყლის შესაძლო დაბინძურებაზე
აბსოლუტური აბსურდი: სპეციალისტი საქართველოს სანაპიროებზე ზღვის წყლის შესაძლო დაბინძურებაზე
Sputnik საქართველო
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. 13.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-13T11:43+0400
2023-07-13T11:43+0400
2023-07-13T17:23+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/01/249598436_0:53:3451:1994_1920x0_80_0_0_767701614ff5c726431a50bc8f33da29.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის დინებების რუკის მიხედვით რაიმე ისეთი ვარიანტი, რომ საქართველოში ბაქტერიოლოგიურად დაბინძურდეს ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი შემოვიდეს და გავლენა მოახდინოს ტურისტულ სეზონზე, არის აბსოლუტური აბსურდი, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის წარმომადგენელმა რამაზ მიქელაძემ „პირველი არხის" ეთერში. შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან. მიქელაძის განმარტებით, შავი ზღვის სანაპიროზე ამ ეტაპზე არსებული მახასიათებლებით რამე განსაკუთრებული მოვლენა არ ვლინდება, რომელიც შეიძლება საშიშროებას ქმნიდეს როგორც ადამიანისთვის, ასევე ბიოლოგიური გარემოსთვის. შავი ზღვა: უსაფრთხოა თუ არა საქართველოსა და ბულგარეთის სანაპიროებზე ცურვა?>>„კახოვკიდან გამომდინარე აჟიოტაჟმა გამოიწვია, რომ კვლევებს ყოველ მეათე დღეს ვატარებთ. არის ადგილები, სადაც საბანაო-საცურაო უბნები არ არის, მაგრამ ჩვენ იქაც ვიღებთ სინჯებს ბაქტერიოლოგიური შესწავლის მიზნით", – განაცხადა მიქელაძემ. მისი თქმით, არსებობს მცდარი აზრი, თითქოს კახოვკის ინციდენტმა შეიძლება რაიმე ტიპის, განსაკუთრებით, ბაქტერიოლოგიური გავლენა მოახდინოს საქართველოს წყლებზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გამორიცხა იმის ალბათობაც, რომ გარემო ან თევზი მძიმე მეტალებით დაბინძურდება. საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის ბოლო შემოწმების შედეგების თანახმად, აღებული სინჯები ნორმის ფარგლებშია. ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ. ივლისში აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/01/249598436_360:0:3091:2048_1920x0_80_0_0_04369f07f1b6a29ace2e356f92c603a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, აჭარა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, აჭარა
აბსოლუტური აბსურდი: სპეციალისტი საქართველოს სანაპიროებზე ზღვის წყლის შესაძლო დაბინძურებაზე
11:43 13.07.2023 (განახლებულია: 17:23 13.07.2023) კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის დინებების რუკის მიხედვით რაიმე ისეთი ვარიანტი, რომ საქართველოში ბაქტერიოლოგიურად დაბინძურდეს ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი შემოვიდეს და გავლენა მოახდინოს ტურისტულ სეზონზე, არის აბსოლუტური აბსურდი, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის წარმომადგენელმა რამაზ მიქელაძემ „პირველი არხის" ეთერში.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან.
მიქელაძის განმარტებით, შავი ზღვის სანაპიროზე ამ ეტაპზე არსებული მახასიათებლებით რამე განსაკუთრებული მოვლენა არ ვლინდება, რომელიც შეიძლება საშიშროებას ქმნიდეს როგორც ადამიანისთვის, ასევე ბიოლოგიური გარემოსთვის.
„კახოვკიდან გამომდინარე აჟიოტაჟმა გამოიწვია, რომ კვლევებს ყოველ მეათე დღეს ვატარებთ. არის ადგილები, სადაც საბანაო-საცურაო უბნები არ არის, მაგრამ ჩვენ იქაც ვიღებთ სინჯებს ბაქტერიოლოგიური შესწავლის მიზნით", – განაცხადა მიქელაძემ.
მისი თქმით, არსებობს მცდარი აზრი, თითქოს კახოვკის ინციდენტმა შეიძლება რაიმე ტიპის, განსაკუთრებით, ბაქტერიოლოგიური გავლენა მოახდინოს საქართველოს წყლებზე.
„...ის წყალი რომ აქ ჩამოვიდეს, მინიმუმ ალბათ სამი თვე სჭირდება, თუ დინების სიჩქარეს დავთვლით 30 სმ/წამში. ასე მარტივად არ არის, რომ პირდაპირ წყალი ჩვენთან მოდიოდეს. რაც შეეხება ბაქტერიოლოგიური განზავების მაჩვენებლებს, შეუძლებელია, რომ იქიდან ჩვენამდე ჩამოვიდეს ბაქტერია და ზიანი მოგვაყენოს", – განაცხადა მიქელაძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გამორიცხა იმის ალბათობაც, რომ გარემო ან თევზი მძიმე მეტალებით დაბინძურდება.
საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის ბოლო შემოწმების შედეგების თანახმად, აღებული სინჯები ნორმის ფარგლებშია. ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ.
ივლისში აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.