https://sputnik-georgia.com/20230717/rusi-eqsportiorebi-mainc-ganagrzoben-kontraqtebis-sesrulebas-279634698.html
მარცვლეულის გარიგება: რუსი ექსპორტიორები მაინც განაგრძობენ კონტრაქტების შესრულებას
მარცვლეულის გარიგება: რუსი ექსპორტიორები მაინც განაგრძობენ კონტრაქტების შესრულებას
Sputnik საქართველო
კრემლის განცხადების შემდეგ მარცვლეულის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ერთ ბუშელზე 4,24%-ით, ანუ 6,89 დოლარით გაიზარდა. 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T17:34+0400
2023-07-17T17:34+0400
2023-07-17T21:31+0400
რუსეთი
მარცვლეულის გარიგება
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/01/275377883_0:270:2682:1779_1920x0_80_0_0_3e46715ee5e5e1929b6d6aa3422a7488.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მიუხედავად მარცვლეულის გარიგების შეჩერებისა, რუსი ექსპორტიორები მაინც განაგრძობენ კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ნათქვამია მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის განცხადებაში, რომელიც გაერთიანების Telegram-არხზეა გამოქვეყნებული.მათი თქმით, რუსი ექსპორტიორები კვლავაც ერთგული არიან მსოფლიო შიმშილთან ბრძოლის საქმისა.მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მარცვლეულის გარიგებამ დღეიდან შეწყვიტა მოქმედება, ვინაიდან „შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, დღემდე არ შესრულებულა“.აღსანიშნავია, რომ მარცვლეულის გარიგების შეჩერებაზე პესკოვის განცხადების შემდეგ, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის მონაცემებით, მარცვლეულის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ერთ ბუშელზე 6,89 დოლარით გაიზარდა, რაც 4,24%-ს უდრის. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი-გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/01/275377883_0:18:2682:2030_1920x0_80_0_0_dc4f0e9a4880167f0e415d25414aa173.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მარცვლეულის გარიგება: რუსი ექსპორტიორები მაინც განაგრძობენ კონტრაქტების შესრულებას
17:34 17.07.2023 (განახლებულია: 21:31 17.07.2023) კრემლის განცხადების შემდეგ მარცვლეულის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ერთ ბუშელზე 4,24%-ით, ანუ 6,89 დოლარით გაიზარდა.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მიუხედავად მარცვლეულის გარიგების შეჩერებისა, რუსი ექსპორტიორები მაინც განაგრძობენ კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ნათქვამია მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის განცხადებაში, რომელიც გაერთიანების Telegram-არხზეა
გამოქვეყნებული.
მათი თქმით, რუსი ექსპორტიორები კვლავაც ერთგული არიან მსოფლიო შიმშილთან ბრძოლის საქმისა.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ კლიენტების ნდობას და ვგეგმავთ მომავალშიც მოვამარაგოთ ისინი კონკურენტული ფასების რუსული მარცვლეულით — მიუხედავად მარცვლეულის გარიგების გარშემო განვითარებული მოვლენებისა. რუსი ექსპორტიორების ყველა საკონტრაქტო ვალდებულება შესრულდება“, — დაწერა ექსპორტიორთა კავშირმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა
დაადასტურა, რომ მარცვლეულის გარიგებამ დღეიდან შეწყვიტა მოქმედება, ვინაიდან „შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, დღემდე არ შესრულებულა“.
აღსანიშნავია, რომ მარცვლეულის გარიგების შეჩერებაზე პესკოვის განცხადების შემდეგ, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის მონაცემებით, მარცვლეულის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ერთ ბუშელზე 6,89 დოლარით გაიზარდა, რაც 4,24%-ს უდრის.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი-გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.