https://sputnik-georgia.com/20230717/kremlmamarcvleulis-garigebis-sewyveta-daadastura-279631652.html
კრემლმა მარცვლეულის გარიგების შეწყვეტა დაადასტურა
კრემლმა მარცვლეულის გარიგების შეწყვეტა დაადასტურა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მარცვლეულის გარიგების შესახებ შეთანხმებებმა მოქმედება შეწყვიტა, ის შეჩერებულია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა... 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T14:30+0400
2023-07-17T14:30+0400
2023-07-17T18:20+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მარცვლეულის გარიგება
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/07/270194751_0:0:2939:1654_1920x0_80_0_0_a4d101a95a0bcd27b64e067b7955bd61.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მარცვლეულის გარიგების შესახებ შეთანხმებებმა მოქმედება შეწყვიტა, ის შეჩერებულია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი შეთანხმებების რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი შესრულდება, მოსკოვი დაუყოვნებლივ „დაუბრუნდება ამ გარიგების განხორციელებას“.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვმა ოფიციალურად აცნობა თურქეთს, უკრაინასა და გაეროს, რომ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების წინააღმდეგია.შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი-გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა მანამდე, შავი ზღვის ინიციატივა მხოლოდ უკრაინული სურსათის ექსპორტის კუთხით ხორციელდება, ხოლო რუსეთი-გაეროს მემორანდუმი, რომლის მიზანიც რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სასუქებზე დასავლური „ცალმხრივი უკანონო სანქციების“ რეალური მოხსნაა, არ სრულდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/07/270194751_105:0:2834:2047_1920x0_80_0_0_3b91be1538088c7cf89445093c99ac72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მარცვლეულის გარიგება, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მარცვლეულის გარიგება, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მარცვლეულის გარიგების შესახებ შეთანხმებებმა მოქმედება შეწყვიტა, ის შეჩერებულია,
განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„დღეს ფაქტობრივად შეწყდა შავი ზღვის ხელშეკრულებების მოქმედება. როგორც ადრე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, მისი ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, შავი ზღვის ხელშეკრულებების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, აქამდე არ შესრულებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, — განმარტა კრემლის წარმომადგენელმა.
ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი შეთანხმებების რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი შესრულდება, მოსკოვი დაუყოვნებლივ „დაუბრუნდება ამ გარიგების განხორციელებას“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვმა ოფიციალურად აცნობა თურქეთს, უკრაინასა და გაეროს, რომ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების წინააღმდეგია.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი-გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა
განაცხადა მანამდე, შავი ზღვის ინიციატივა მხოლოდ უკრაინული სურსათის ექსპორტის კუთხით ხორციელდება, ხოლო რუსეთი-გაეროს მემორანდუმი, რომლის მიზანიც რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სასუქებზე დასავლური „ცალმხრივი უკანონო სანქციების“ რეალური მოხსნაა, არ სრულდება.