Georgian Airways-ის წილი რუსეთის მოქალაქეზე არ გაყიდულა - ავიაკომპანია

© photo: Sputnik / StringerGeorgian Airways-ის თვითმფრინავი
Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2023
გამოწერა
თამაზ გაიაშვილი არ ფლობს Georgian Airways-ის აქციებს, შესაბამისად, ვერაფერს ვერ გაყიდის, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი არ ყიდის კომპანიის აქციებს რუსეთის მოქალაქეზე ან რომელიმე იურიდიულ პირზე, ნათქვამია Georgian Airways-ის განცხადებაში.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, თამაზ გაიაშვილმა ავიაკომპანიის საკუთარი წილის ნაწილი გაყიდა და უკვე გადაუფორმა რუსეთის მოქალაქეს. რომელ წილზეა საუბარი, ტელეკომპანიას არ დაუკონკრეტებია.

„თქვენი ბოლო მონაჩმახი, რომ თამაზ გაიაშვილი ”ჯორჯიან ეარვეისის” წილებს რუს მოქალაქეზე თუ იურიდიულ პირზე ყიდის, სინამდვილეს არ შეეფერება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბატონი თამაზ გაიაშვილი ”ჯორჯიან ეარვეისში” არცერთი პროცენტი წილის მფლობელი არ არის და, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ გაყიდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ავიაკომპანიის ინფორმაციით, Georgian Airways-ის არცერთი აქციონერი არ აპირებს წილების გაყიდვას.
ტელეკომპანია „მთავარს“ ურჩიეს, გადაამოწმონ და დააზუსტონ საკითხები, და არ ააგონ ნიუსები ისეთ მოძველებულ მეთოდებზე დაყრდნობით, როგორიცაა „ჩვენ გავიგეთ”, „ვრცელდება ინფორმაცია”, „ჩიტმა ამბავი მოგვიტანა”.
„მოგიწოდებთ, რომ ამგვარ საკითხებში მეტი თავშეკავება და სერიოზულობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა ზერელე განცხადებებმა ეროვნული კომპანიის იმიჯთან ერთად შესაძლებელია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც დააზიანოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯერ მიხედონ საკუთარ თავს: პრემიერმა უკრაინის ხელისუფლებას უპასუხა >>
ისეთი თემები, როგორიცაა „რუსეთი”, „ჯორჯიან ეარვეისი”, „სანქციები” და ა.შ. მოსაწყენი გახდა, აღნიშნულია განცხადებაში.
თამაზ გაიაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მასმედიის მხრიდან კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მხარი დაუჭირა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. უკვე 20 მაისს მოსკოვის მიმართულებით Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი გაფრინდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, Georgian Airways-ის და გაიაშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. განკარგულების თანახმად, კომპანია 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0