https://sputnik-georgia.com/20230715/--------279606863.html
ჯერ მიხედონ საკუთარ თავს: პრემიერმა უკრაინის ხელისუფლებას უპასუხა
ჯერ მიხედონ საკუთარ თავს: პრემიერმა უკრაინის ხელისუფლებას უპასუხა
Sputnik საქართველო
ჩვენ არ გვჭირდება არც რჩევა და მით უმეტეს, არც ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, განაცხადა ღარიბაშვილმა 15.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-15T19:48+0400
2023-07-15T19:48+0400
2023-07-15T19:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
უკრაინა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278139757_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_827f8acb52eda812ec6ef54d656339fc.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლებამ მიხედოს საკუთარ თავს და ნუ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით ქართველ დიპლომატთან მტკიცე პროტესტი გამოთქვა პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ელჩს თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყნის 48 საათში დატოვება შესთავაზეს.ამავე დროს პრემიერმა კიევიდან საქართველოს ელჩის გაძევებას უსამართლო გადაწყვეტილება უწოდა.„ყოვლად გაუმართლებელია, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის კარნახით სააკაშვილს არ შეიწყალებს >>მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის გადაწყვეტილებას საფუძველს მოკლებული უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინის გადაწყვეტილებაზე ამ ეტაპზე რეაგირებას არ მოახდენს, თუმცა ეს სამომავლოდ ქვეყნებს შორის განხილვის საგანი იქნება.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი უწოდა.საქართველოს და უკრაინის ურთიერთობებისაქართველოსა და უკრაინას შორის 2020 წელს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. საქართველოში უკრაინის ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278139757_430:189:1600:1066_1920x0_80_0_0_2fc53c1f0a8c693e068aaa6bb1a9b7bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ჯერ მიხედონ საკუთარ თავს: პრემიერმა უკრაინის ხელისუფლებას უპასუხა
ჩვენ არ გვჭირდება არც რჩევა და მით უმეტეს, არც ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, განაცხადა ღარიბაშვილმა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლებამ მიხედოს საკუთარ თავს და ნუ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით ქართველ დიპლომატთან მტკიცე პროტესტი გამოთქვა პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ელჩს თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყნის 48 საათში დატოვება შესთავაზეს.
„ჯერ მიხედონ საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას... ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჩვენი ხედვა გვქვს, გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. არ გვჭირდება არავის არც რჩევა და მით უმეტეს, არც ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ეს არის ყოვლად მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე დროს პრემიერმა კიევიდან საქართველოს ელჩის გაძევებას უსამართლო გადაწყვეტილება უწოდა.
„ყოვლად გაუმართლებელია, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის გადაწყვეტილებას საფუძველს მოკლებული უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინის გადაწყვეტილებაზე ამ ეტაპზე რეაგირებას არ მოახდენს, თუმცა ეს სამომავლოდ ქვეყნებს შორის განხილვის საგანი იქნება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი უწოდა.
საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები
საქართველოსა და უკრაინას შორის 2020 წელს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. საქართველოში უკრაინის ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.