https://sputnik-georgia.com/20230717/------279645244.html
თურქეთში რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი დააკავეს
თურქეთში რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი დააკავეს
Sputnik საქართველო
რუსეთმა ჩიხლაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, 2020 წლიდან ის თურქეთში იმყოფებოდა. 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T22:57+0400
2023-07-17T22:57+0400
2023-07-17T22:57+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
რუსეთი
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22768/65/227686527_0:170:3039:1879_1920x0_80_0_0_d9561956e429d8d859067bc466aa31a8.jpg
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. სტამბულში დააკავეს საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების მეთაური გურამ ჩიხლაძე, რომელიც რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში იყო შეყვანილი, იტყობინება Sputnik-სომხეთი.დაკითხვისას გაირკვა, რომ ჩიხლაძე თურქეთიდან ხელმძღვანელობდა ქმედებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სახელით რუსეთსა და აზერბაიჯანში სჩადიოდნენ. ეჭვმიტანილი თურქეთის ტერიტორიაზე დაცვის თანხლებით ჯავშნიანი მანქანებით გადაადგილდებოდა. ის ასევე იყო პასუხისმგებელი თურქეთის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობაზე.სტამბულის უსაფრთხოების სამმართველოს ინფორმაციით, ჩიხლაძე კრიმინალურ დაჯგუფებას ამავე ქალაქში კანონიერი ქურდის როვშან ჯანიევის (ლენკორანსკის) მკვლელობის შემდეგ, 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. მას ასლან უსოიანის (დედ ხასანი) მკვლელობის დამკვეთს უწოდებდნენ.რუსეთმა ჩიხლაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, 2020 წლიდან ის თურქეთში იმყოფება.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22768/65/227686527_153:0:2884:2048_1920x0_80_0_0_1284eef162703fc131985d6b7281bf90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , რუსეთი, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , რუსეთი, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები
თურქეთში რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი დააკავეს
რუსეთმა ჩიხლაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, 2020 წლიდან ის თურქეთში იმყოფებოდა.
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. სტამბულში დააკავეს საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების მეთაური გურამ ჩიხლაძე, რომელიც რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში იყო შეყვანილი, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
დაკითხვისას გაირკვა, რომ ჩიხლაძე თურქეთიდან ხელმძღვანელობდა ქმედებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სახელით რუსეთსა და აზერბაიჯანში სჩადიოდნენ. ეჭვმიტანილი თურქეთის ტერიტორიაზე დაცვის თანხლებით ჯავშნიანი მანქანებით გადაადგილდებოდა. ის ასევე იყო პასუხისმგებელი თურქეთის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობაზე.
სტამბულის უსაფრთხოების სამმართველოს ინფორმაციით, ჩიხლაძე კრიმინალურ დაჯგუფებას ამავე ქალაქში კანონიერი ქურდის როვშან ჯანიევის (ლენკორანსკის) მკვლელობის შემდეგ, 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. მას ასლან უსოიანის (დედ ხასანი) მკვლელობის დამკვეთს უწოდებდნენ.
რუსეთმა ჩიხლაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, 2020 წლიდან ის თურქეთში იმყოფება.